მთავარი თემები |
-
 |
18 ივნისი 2022
არც ,,ქაფჩა”, არც ,,ტაჩკა” ანუ ვის ერგო დუშეთის ბიუჯეტიდან 157 ათასი ლარი?
ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ვიკვლევდით და პრესაში ვაქვეყნებდით თურქეთისა და საქართველოს მოქალაქის, გოქსელ გენჩისა და მისი კუთვნილი კომპანიის ,,გენჩ ინშაათის” სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აგრეთვე დავადგინეთ, გოქსელ გენჩის ქმედების ხელწერა, ,,სპეციფიკური სახე”, ე.წ. ,,მოდუს ოპერანტი”, გოქსელ გენჩი საკუთარი კომპანიის გამოყენებით მონაწილეობას იღებს საქართველოში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში, რომლებშიც აფიქსირებს დაბალ კონკურენტულ ფასს, ამავდროულად წარადგენს ყალბ დოკუმენტაციას და ტენდერის მოგების შემთხვევაში, ცდილობს სატენდერო თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის მისაკუთრებას. |
სრულად>> |
|
 |
02 ივნისი 2022
რა პრობლემები ვლინდება კოვიდგადატანილ ბავშვებში?
რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები (გართულებები) გვხვდება კოვიდგადატანილ ბავშვებში, როგორია მკურნალობა-პრევენციის გზები, მთავრობის პოლიტიკა და გამოსავალი აღნიშნული მიმართულებით, ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგ გიორგი ჩახუნაშვილს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
-
 |
18 მაისი 2022
რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა?
კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და გულისტკივილს გვიამბობენ. ერთ-ერთი მათგანი, ვახუშტი დ. (სრულ გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) ვაკის პარკში მორიგი სეირნობისას შემხვდა და საუბარიც დაიწყო. |
სრულად>> |
|
 |
16 მაისი 2022
„სამხედრო ფორმის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია, მგონია სულისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მაკლია“
კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობენ. ჩვენი მორიგი რესპონდენტი ომარი (გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) 1992 წელში 18 წლის გახდა თუ არა, ეგრევე, როგორც „უპატრონოს“ ხელი სტაცეს და ჯარში წაიყვანეს. სწორედ იქ ყოფნისას აფხაზეთის ომი დაიწყო, პირველივე შენაერთთან ერთად გადაიყვანეს. სოხუმის დაცემამდე არ გამოსულა, ბოლოს მაინც გამოაგდეს, იქ მისი სიკვდილი აღარავის სჭირდებოდა. |
სრულად>> |
|
-
.jpg&width=480&height=480) |
11 მაისი 2022
ექიმმა ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ“ ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო. საქმე ეხება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ-ტრავმატოლოგ ვახტანგ წიკლაურს, რომელსაც სამინისტრომ უფლებამოსილება უსაფუძვლოდ (სასამართლო ვერდიქტით) შეუწყვიტა. ექიმი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უსამსახუროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე იყო დატოვებული. |
სრულად>> |
|
.jpg&width=480&height=480) |
02 აპრილი 2022
რა ეშველება ჩვენში გამეფებულ გულგრილობას?
კარგი საქმე გვაქვს ჟურნალისტებს - მარკესი სამყაროში ყველაზე მაგარ პროფესიას უწოდებდა. ხშირად რესპონდენტები თავისი ფეხით მოდიან ჩვენთან და გულისტკივილს გვიამბობენ. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი რ. (სრულ გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) ვაკის პარკში სეირნობისას შემხვდა და საუბარი მოძმე უკრაინისთვის დახმარების კამპანიით დაიწყო. |
სრულად>> |
|
 |
31 მარტი 2022
უკრაინის ომის ფონზე რამდენად დაცულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება?
მეგობარ უკრაინაში საერთაშორისო დამნაშავე პუტინის „ურდოს“ შეჭრის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოებაც დიდი რისკების წინაშე აღმოჩნდა. კიევის ფრონტზე „ბლიც-კრიგისას“ წატეხილი ცხვირის ფონზე, მტერს ნებისმიერ მომენტში შედარებით სუსტ მეზობელთან „მცირე გამარჯვების“ სურვილი შეიძლება გაუჩნდეს, რასაც ჩვენი მხრიდან მუდმივი მზადყოფნა სჭირდება. სად ვართ ამ დროს და რას ვაკეთებთ, ამ თემაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, თადარიგის პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
28 მარტი 2022
ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის (U24) ინიციატივით გამოდის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას ახალი სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის წინადადებით მიმართა. ის უნდობლობას უცხადებს მოქმედ ინსტიტუტებს. „მე მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას. |
სრულად>> |
|
-
 |
22 მარტი 2022
„ჩვენ რუსული ანტივაქსერული პროპაგანდის პირდაპირი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით“
უნდა გაუქმდეს თუ არა გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება, კოვიდის წინააღმდეგ რომელი შეზღუდვები უნდა დარჩეს და რატომ, რა მდგომარეობა გვაქვს კორონავირუსის (შტამების) გავრცელების კუთხით, როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია და მოსახლეობისთვის რჩევები როგორია, ამ საკითხებზე ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
-
-
-
 |
04 მარტი 2022
„ბადე ვერანაირად ვერ შეაკავებს მიწის მასებს, რომელიც შეიძლება იგივე ფერდიდან ოდესმე წამოვიდეს“
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის მიუხედავად, ვერეს ხეობაში გრანდიოზული მშენებლობები გაგრძელდა. იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერიის დაკვეთით, მაშინვე, საერთაშორისო ექსპერტებმა დადეს ცალსახა დასკვნა, რომ ქაოსური პროცესის გაგრძელება არაფრით შეიძლებოდა. ის კი არა, დროთა განმავლობაში დაწყებული ნაგებობების დემონტაჟიც უნდა მომხდარიყო. ერთხელ გაიარეთ ხეობაში, მის მომიჯნავედ და დარწმუნდებით, როგორ შესრულდა პროფესიონალების რეკომენდაციები. |
სრულად>> |
|
 |
28 თებერვალი 2022
ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის
ადამიანი ჯანმრთელობის ფასს მაშინ ხვდება, როცა მას კარგავს. ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ყოველწლიურად ეს დიაგნოზი მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება. საშინელი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველია. |
სრულად>> |
|
 |
14 თებერვალი 2022
რა ეშველება კოვიდპანდემიას ციხეში, როცა ადგილები სამოქალაქო კლინიკებშიც აღარ არის?
ახალი კორონავირუსმა ქართული ციხეებიც არ დაინდო. საპატიმრო დაწესებულებებში პანდემიის უკვე მერამდენე ტალღას ებრძვიან. ამ ფონზე, უფლებადამცველები ქმედითი ამნისტიის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაზეც ხელისუფლება ფეხს ითრევს. არადა, დრო არ ითმენს, საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია და ხშირად სახელმწიფოს რესურსიც არ აქვს, რომ ინფიცირებულ პატიმრებს ადგილზე რეალურად უმკურნალოს. |
სრულად>> |
|
 |
11 თებერვალი 2022
რა საფრთხე ემუქრება ჩეჩენ უფლებადამცველ იანგულბაევს საქართველოში?
ჩეჩნეთის ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევის დედას, ჩეჩნეთში ძალადობრივად ჩაყვანილ ზარემა მუსაევას და მის ოჯახს „ჩეჩნეთში ან ციხეში ელოდება ადგილი, ან მიწაში“. კადიროვი ამტკიცებს, რომ მუსაევა თითქოს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და „ლამის თვალი ამოთხარა“. ამ ქმედებით, ჩეჩნეთის ლიდერის აზრით, უფლებადამცველის დედამ პატიმრობის რეალური ვადა დაიმსახურა. |
სრულად>> |
|
 |
04 თებერვალი 2022
რა კავშირი აქვს პოლიტიკურ კორუფციას სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან?
კორუფცია ცოცხლად ხრავს და ნორმალურ მომავალს უსპობს ჩვენს საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანება „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს. ჩვენ გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერ ვასო ურუშაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
03 თებერვალი 2022
რატომ დაჭრა კოვიდ კლინიკაში პაციენტმა ექთანი?
ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი ნივთით ლოყისა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ გაავრცელა. ლოლუას თქმით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო დამნაშავე გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში. |
სრულად>> |
|
 |
31 იანვარი 2022
ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია
„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. |
სრულად>> |
|
 |
28 იანვარი 2022
როგორ აირჩიეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კორნელი სალია
წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტია „საქართველოსთვის" წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ქართული ოცნების" წევრებს. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა. როგორც ახლად არჩეულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, კორნელი სალიამ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა პარტიამ, თუმცა მისივე განმარტებით, იქნება კონსტრუქციული მუშაობა. |
სრულად>> |
|
 |
27 იანვარი 2022
რამდენად გააიაფებს წამლებს თურქეთის ბაზრის გახსნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის, დაბალფასიანი წამლების შემოტანას შეძლებენ. მთავრობის მეთაურმა იმპორტიორებს თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლები შემოტანისკენ მოუწოდა. |
სრულად>> |
|
 |
25 იანვარი 2022
90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე
„დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
სრულად>> |
|
-
 |
20 იანვარი 2022
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა ან დატოვოს პარლამენტი - რომან გოცირიძე
"ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის მდგომარეობა (ანუ ბოიკოტი), რომელშიც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ „რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას“ არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, დერეფნებში და „გარე პერიმეტრზეც“. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა". |
სრულად>> |
|
 |
14 იანვარი 2022
რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა სარჩელს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა ხარვეზების გარეშე ვერ დაიწყო. გამგზავრებულთა ნაწილი სამთვიან ვადაზე ადრე უკან დაბრუნდა და დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა. ისინი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უჩივიან, მატერიალური და მორალურ-ფსიქოლოგიური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. |
სრულად>> |
|
 |
13 იანვარი 2022
რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ ყაზახეთის მოვლენებიდან
ყაზახეთში თხევადი გაზის გაძვირებით გამოწვეული ბუნტი სისხლისღვრით გაგრძელდა. წლობით დაგროვილმა უსამართლობამ ერთიანად ამოხეთქა და ცენტრალური აზიის უზარმაზარ ქვეყანას სასტიკად გადაუარა. რა დასკვნები უნდა გამოიტანოს აღნიშნულიდან საქართველოს ხელისუფლებამ და იკვეთება თუ არა გარკვეული პარალელები, ამ თემაზე ექსპერტ დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
12 იანვარი 2022
„ომიკრონის“ სიმპტომებისა და მიმდინარეობის შესახებ - ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება
„ომიკრონის შტამისთვის დამახასიათებელია ხუთი ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება „კოვიდისთვის“ აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი. ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე „კოვიდის“ წინამორბედი შტამების შემთხვევაში. სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს". |
სრულად>> |
|
|

|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
31 იანვარი 2022 ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია „ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
25 იანვარი 2022 90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე „დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვიდეოები |
Power Trip |
 |
 |
|
|