მთავარი თემები |
 |
09 დეკემბერი 2022
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, დაშავდა 5 746 ადამიანი. |
სრულად>> |
|
-
-
 |
25 ნოემბერი 2022
საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა. |
სრულად>> |
|
 |
21 ნოემბერი 2022
არ მსურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი - სალომე ზურაბიშვილი
„ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს, ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. |
სრულად>> |
|
 |
20 ნოემბერი 2022
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია
სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ქალთა გაძლიერება და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზით განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ გზაზე, მათი მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორების, თუნდაც გენდერული სტერეოტიპების მოცილებით სწრაფი პროგრესი გარდაუვალი გახდება. |
სრულად>> |
|
 |
17 ნოემბერი 2022
რატომ უნდა გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ?
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას თითქმის უშედეგოდ აგრძელებს. ოპოზიცია და დასავლელი მეგობრები ექსპრეზიდენტის ამ მიზნით ევროპაში გადაყვანას (უკან დაბრუნების პირობით) მოითხოვენ. ხელისუფლება კვლავაც უარზეა, რაც მოვლენების განვითარებას არაპროგნოზირებადს ხდის. ქვეყანა დაუნდობლობის ერთი და იმავე ტრაგიკულ წრეზე სიარულს არაფრით არ იშლის. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი კონსტანტინეა (გვარს არ ვასახელებთ). |
სრულად>> |
|
 |
15 ნოემბერი 2022
ურნის ქვეშ დაყრილი ნაგავი და... ცირკის განვითარება
ქალაქი ჩვენივე კორპუსის სადარბაზოდან და ეზოდან იწყება. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა, რაშიც მოვიკოჭლებთ. უშველის თუ არა ამ ეტაპზე საქმეს „ფაქტზე წასწრება“ და ოპერატიულად დაჯარიმება, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი ნოდარია. |
სრულად>> |
|
-
 |
04 ნოემბერი 2022
როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით
საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება. |
სრულად>> |
|
 |
01 ნოემბერი 2022
ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება - ჯანდაცვის სამინისტრო
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. |
სრულად>> |
|
-
 |
25 ოქტომბერი 2022
შტრიხები ჩვენი ყოფიდან ოპტიმისტური დასასრულით
ადრე, კომუნისტების მმართველობის პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე პასუხობდა, - რად გინდათ, ბიჭო, კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდით; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდა „ნეორეალიზმის“ დაუდგრომელი მიმდევარი. |
სრულად>> |
|
 |
24 ოქტომბერი 2022
სისტემა „კლანის“ მიერ იმართება - ანა ნაცვლიშვილი
„დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებად არჩევის გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს იმასაც, რასაც წლებია ვამბობთ. მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თავისივე ხელით დაუსვეს ბეჭედი იმის აღიარებას, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ანუ, ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც მუდმივად სასამართლოს მართვის ძალაუფლებას ინაწილებენ. ახლა უკვე მეორე წრეზე წავიდნენ, კარუსელივით ტრიალებენ. სასამართლო სისტემაში 200-ზე მეტი მოსამართლეა და მუდმივად მურუსიძის, გვრიტიშვილისა და ერთი მუჭა ადამიანების ხელშია სასამართლოში თანამდებობები. ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ სისტემა იმართება პატარა გუნდის, კლანის მიერ". |
სრულად>> |
|
 |
18 ოქტომბერი 2022
მზარდი მსგავსება ქართულ-აზერბაიჯანულ პოლიტიკურ პროცესებს შორის
"ბოლო წლებში ბევრი საერთო იკვეთება ქართულ-აზერბაიჯანულ პოლიტიკურ პროცესებს შორის. ერთია, რომ უკვე ბნელ საქმეებშიც კარგად თანამშრომლობენ. გავიხსენოთ თუნდაც ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში ძალადობრივად აყვანა და საზღვარზე ბაქოს ხელისუფლებისთვის გადაცემა. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდება - მოგვიანებით თვითონ ჟურნალისტი ასაჯაროებს, რომ აღნიშნულ „თანამშრომლობაში“ ქართულ მხარეს მილიონობით დოლარი გადაუხადეს. თბილისში ამ სამარცხვინო დანაშაულზე დღემდე პასუხი არავის უგია". |
სრულად>> |
|
 |
17 ოქტომბერი 2022
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე?
რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ადგილზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები; ადგილზე ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები. ამ თემაზე ქედის მკვიდრს, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტ ილონა შავლიძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2022
ექთნები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
“სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირის ექთნები საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰოსპიტალური სექტორში ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვენ. |
სრულად>> |
|
 |
08 ოქტომბერი 2022
რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?
ამასწინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას ვაწყდები - მოსახვევიდან აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე ასაკოვან ქალს გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო. - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთ, - სთხოვს ეს ქალი. რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?
ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს?
გენერალური პროკურატურა ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მკვლელობების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქართველოში ყოველწლიურად ათობით ქალის სიცოცხლე ეწირება ფემიციდს. მხოლოდ 2022 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში 13 ქალი მოკლეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფემიციდის გაზრდილი შემთხვევები 2019 წლის შემდეგ პანდემიის გავლენა და მსოფლიო ტრენდის ნაწილია. |
სრულად>> |
|
 |
06 ოქტომბერი 2022
„რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი „ომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
 |
04 ოქტომბერი 2022
„ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა“
რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ. |
სრულად>> |
|
-
 |
04 ოქტომბერი 2022
როგორ ჩავაქრეთ ხანძარი ყვარლის მთებში
აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც ჩავერთეთ. |
სრულად>> |
|
 |
03 ოქტომბერი 2022
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად?
16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წლის გზავნილია - გლობალური თანამშრომლობა დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად. 1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. გარემოს დაცვის სამინისტრო პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური დახმარებითა და UNDP-ის, UNEP-ის, UNIDO-ს მხარდაჭერით წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. |
სრულად>> |
|
-
.jpg&width=480&height=480) |
28 სექტემბერი 2022
რატომ არ აკმაყოფილებს მთავრობა სასწრაფოს პერსონალის კანონიერ მოთხოვნებს?
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა (პროფკავშირებთან ერთად) მთავრობის ადმინისტრაციასთან ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე ორთვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო. სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. |
სრულად>> |
|
 |
28 სექტემბერი 2022
"ხვალ ჯარში მივდივარ..."
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. 18-დან 51-წლამდე მოქალაქეები ნებაყოფლობით ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებენ და გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტერიტორიული (ტოტალური) თავდაცვის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. |
სრულად>> |
|
 |
22 სექტემბერი 2022
რუსი ოკუპანტების თარეში ლომისაზე
რუსი ოკუპანტების პერმანენტული თარეში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არახალი ამბავია. უკრაინაში „მიჩექმილების“ თავხედობა ჩვენ ქვეყანაში ყოველგვარ ზღვარს სცდება. მორიგი შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაშქრეებმა დააფიქსირეს. |
სრულად>> |
|
 |
22 სექტემბერი 2022
კაფკას გმირებივით ჩავლილი ცხოვრება-მეტამორფოზა
ყველა ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია. რასაკვირველია, ეს მათაც შეეხება, ვინც გერმანული დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია (ასეთი კი 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა) გაიარა და საოცნებო ზარს დღემდე „იობის მოთმინებით“ ელოდება. კიაზომ (გვარს არ ვასახელებთ) ორი წელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმსახურა, საბჭოთა არმიის რიგებში. გეგმურად გაიწვიეს, როგორც ზედმეტად შავგვრემანი, - შენ ადგილობრივი „დუშმანებისგან“ ბევრი არაფრით განსხვავებით (საბჭოეთში ასე ხშირად ხდებოდა, რაც უამრავი ფაქტით დასტურდება). კიაზო ყანდაჰარელი „ბასმაჩების“ გარდა, ფრანკ ერიკ კანტონასაც ჩამოჰგავს, თავის დროზე მას გულშემატკივრობდა კიდეც „სტად დე ფრანსზე“. |
სრულად>> |
|
-
|

|
 |
21 ნოემბერი 2022 არ მსურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი - სალომე ზურაბიშვილი „ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს, ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
07 ნოემბერი 2022 ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი - პაატა მანჯგალაძე „მე ვილაპარაკებდი პარტიების გაერთიანებაზე ხვალ რომ იყოს არჩევნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა სია, ბრენდი, ვინ, როგორ, სად, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის უბრალოდ პარტიების გერთიანება, ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დაწყება. სად მიგვიყვანს, რამდენი ვიქნებით და რა შედეგი გვექნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და არა რამდენი პარტია. რამდენი ადამიანიც ჩაერთვება ამ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, შედეგიც იქნება შესაბამისი. ვიქნებით ბევრი? შედეგი იქნება მალე. ვიქნებით შედარებით ცოტა? – გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი მაინც იქნება. ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, მარტოც რომ დავრჩეთ, მაინც ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ. |
|
|
|
|
|
|
|
 |
03 ნოემბერი 2022 გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში დაირღვა - სტრასბურგის სასამართლო კერძოდ, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არასაკმარისად განიხილა მამალაძის არგუმენტი, რაც მოიცავდა სასამართლოს მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის მოთხოვნას და იმას, რომ კონკრეტულმა საჯარო განცხადებებმა, რომლებიც დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ გაკეთდა, ასევე პროკურატურის ორგანოების მიერ კრიმინალური საქმის მასალების გასაჯაროებამ და გაუთქმელობის ვალდებულებამ, ერთობლიობაში, წააქეზა საზოგადოება, ფაქტობრივ ვერდიქტამდე დაეჯერებინა, რომ დეკანოზი დამნაშავეა“. |
|
|
|
|
|
|
 |
ვიდეოები |
Power Trip |
 |
 |
|
|