მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 26 მაისი 2023
    რამაზ საყვარელიძე ,, რუსეთმა ,,შავი კატა” გადაატარა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში”
    ,, ოპოზიციამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შიში დანერგა და ნაწილობრივ მიაღწია თავის მიზანს ” როგორ აფასებს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რა საფრთხეებია მოსალოდნელი და შეძლებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მიღებას ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, პოლიტოლოგ, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
    სრულად>>
  • 21 მაისი 2023
    ნინო ლომჯარია ,, ჩვენ ვკარგავთ სუვერენიტეტს, რადგანაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ,, ქართული ოცნება” იღებს, მხოლოდ ამას ემსახურება”
    ორიოდე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითფრინავი დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. აღნიშნულს საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციები. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან. მათი აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა ქვეყანას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მათივე მტკიცებით, შესაძლოს ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩეს, მეტიც, დასანქცირდეს. ,, ქართული ოცნება “კი, ამ საფრთხეებს ვერ ხედავს. მეტიც, მათი მტკიცებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველაზე მეტს ხელისუფლება აკეთებს. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს და რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხელისუფლების მტკიცება, რომ მას ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს ? ამ საკითხებზე ,, ufleba. ge,, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ესაუბრა.
    სრულად>>
  • 18 მაისი 2023
    კობა ხაბაზი ,,თბილისის აეროპორტში ერთი ნაცნობი ბიზნესმენი გაოგნებული მიყურებდა, ფიქრობდა, ხომ არ გაგიჟდა, სად მიდისო"...
    ,, ხუმრობით ვამბობ, ამ სიბერეში არტილერისტი გავხდი-მეთქი, მაგრამ არა...აქ იმიტომ ვარ, რომ მაქვს განცდა ჩემს მიერ გასროლილი ერთი ჭურვით უკრაინასა და საქართველოსთვის უფრო მეტს ვაკეთებ, ვიდრე მანდ, საქართველოში აქციებზე ყოფნით, სიტყვით გამოსვლით, ანდაც სოციალურ ქსელებში რაღაც პოსტების წერით. დიახ, ერთი ჭურვით გაცილებით მეტ საქმეს ვაკეთებ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. აი, ეს განცდა, რომ არ მქონდეს, აქ ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. დოჩანაშვილს აქვს ნათქვამი - ერთი რამის სიყვარულია, დაფარვა სჭირდებაო... მაგრამ მიუხედავად ამისა ( და უხერხულობისა), მაინც ვიტყვი - მე, კობა ხაბაზს ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს, საქართველოს სიყვარულის გარეშე და ვერც ვერასდროს ვიცხოვრებ”, - ეს უკრაინაში მებრძოლი ქართველის, კობა ხაბაზის სიტყვებია. ,,ufleba.ge” მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, კობა ხაბაზს უკრაინაში დაუკავშირდა.
    სრულად>>
  • 18 მაისი 2023
    დავით ლორთქიფანიძე : ,,საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ”
    ,,ufleba.ge” მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
    სრულად>>
  • 18 მაისი 2023
    შალვა ხაჭაპურიძე: ,, სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოკვდეს და იმედია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს"
    საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით, პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა. რას აპირებს სააკაშვილის ოჯახი და როგორია საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ და სხვა საკითხებზე ,,ufleba ge” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა.
    სრულად>>
  • 15 მაისი 2023
    ტრაგედია ვაკის პარკში, რომელიც, შესაძლოა, არ დატრიალებულიყო - გომელაურის უწყების დუმილი
    შარშან, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაიღუპა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი. მარიტა ჩახტა შადრევნის აუზში თავის მეგობრის გადასარჩენად. გარდაცვალების მიზეზი - შადრევნის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა. ტრაგედიის ქრონიკა: 25 აგვისტოს შპს ,,მშენ-ექსპერტ"-მა შეადგინა ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირა, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
    სრულად>>
  • 02 მაისი 2023
    ვანო მერაბიშვილი - კაცობრიობისთვის აუცილებელია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს
    ყველაზე მეტად ცხოვრებაში პოლიტიკაში მოსვლას ნანობს - ვისაც ვენდე იმათ მიღალატესო; დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ბევრ რამეს შეცვლიდა... ინტერვიუებს არ იძლევა, თუმცა დაუშვა გამონაკლისი და ბლიც-ინტერვიუზე დაგვთანხმდა. „ufleba ge“ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს ესაუბრა.
    სრულად>>
  • 25 მარტი 2023
    რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში ეკოციდის მუხლით რუსეთის გასამართლება?
    2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომისა და ატენის ხეობაში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მარტო ბორჯომში 250 ჰექტრის მოცულობის წიწვოვანი ტყე სრულად გაანადგურა. ასევე, ფოთის პორტში სამხედრო გემების განადგურებისას ზღვაში მიზანმიმართულად ნავთობი, საწვავი ჩაღვარეს და აკვატორია დააბინძურეს.
    სრულად>>
 
სიახლეები
04 ოქტომბერი 2022
რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები?
რა პოპულარული პროფესიებია დღევანდელ ახალგაზრდობაში, როგორ ირჩევენ, რამდენად გააზრებულია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ.
   
13 სექტემბერი 2022
სამოქალაქო საზოგადოება უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდება
1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
   
28 ივლისი 2022
კელი დეგნანი - შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს 21 მარტს შეხვდა. როგორც კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
   
28 თებერვალი 2022
„თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა, დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდა - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რამაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.
   
09 თებერვალი 2022
ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული - კარლ ჰარცელი
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ევროკავშირი დეტალურად და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. უკვე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული. ამისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
   
07 თებერვალი 2022
კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
   
02 თებერვალი 2022
კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 658 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 59 912, „პისიარ“ ტესტით – 31 746.
   
01 თებერვალი 2022
ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს იმუნური ფენა აქვს - ამირან გამყრელიძე
„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა, შემეშალოს. ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ, რადგან ეს არ არის ბოლო ჩვენი შიდა კონსენსუსი. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
   
31 იანვარი 2022
ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია
„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
   
25 იანვარი 2022
სახალხო დამცველი საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მოითხოვს
„სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოციალური (ე.წ. საპენსიო) სესხების საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვა. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სტატიები
30 მაისი 2023
რამაზ საყვარელიძე - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა
,, რა ტიპის, ან რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინების გამო მაშინ, როცა ტურისტებზეა საუბარი ? ამბობენ კი, ეს ადამიანები, რომ საქართველოში სამუდამოდ რჩებიან ”? - განაცხადა ,, ufleba. ge "- თან პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ. რამაზ საყვარელიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა.
   
28 მაისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი - ვინმე თუ ითხოვდა რუსეთთან ფრენების, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა, ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას
ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ამბობს: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით
   
26 მაისი 2023
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დღესასწაულის მთავარი სლოგანია - ,, თავისუფლების სიყვარულით". დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო. საზეიმოდ ფიცი დადეს წვევამდელებმა თბილისსა და კიდევ ათ ქალაქში. ფიცის დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ მებრძოლთა ხსოვნას.
   
23 მაისი 2023
ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, მაშინ დასავლეთს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია
დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე იყო 2008 წელს. საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პირველი, ვინც იაქტიურებს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, რუსული პოზიცია უჭირავს, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, 2008 წელს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.
   
23 მაისი 2023
მამუკა მდინარაძე - საქართველოს პრინციპული გზავნილია, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე გადის, რაც ეწინააღმდეგება „ომის პარტიის“ გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ
ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, გილოცავთ „აფხაზეთობას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მდინარაძე წერს, ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება.
   
22 მაისი 2023
თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ, შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ემსახურება ჩვენი გაცხადებული საგარეო ვექტორის დაცვას
„ქართული ოცნება“ გადავიდა ღიად და დაუფარავად კრემლის მსახურებაზე, აქ საუბარი არ არის მხოლოდ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. ახლა უკვე კობახიძე გამოდის უფლებადამცველი რუსი პოლიტიკოსების, რომლებიც არიან სანქცირებული, და მათი ოჯახის წევრების, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მოცემულობაში პირდაპირ ხდება ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლა რუსეთის გავლენების სასარგებლოდ, რაც დამღუპველია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.
   
22 მაისი 2023
კახა კალაძე - ხომ ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, თუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ ჩამოვიდნენ, ცუდი რა იქნება ამაში?
ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, რა არის ცუდი ამაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძეს ჰკითხეს, რა არის იმ ადამიანების მიზანი, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს აპროტესტებენ.
   
19 მაისი 2023
გიორგი ვაშაძე ,, დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, ,,ქართული ოცნება" გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე"
დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოში, „ქართული ოცნება“ გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე", – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეუცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი, პუტინი და არა – თავისუფალი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად აყვავებული, განვითარებული საქართველო, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
   
19 მაისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი ,, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია, ყველა ნაბიჯს სწორად ვდგამთ"
ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში. არაფერს საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს სწორად დგამს.
   
15 მაისი 2023
გია ვოლსკი - რუსეთი თუ გარკვეული გადაწყვეტილებებით შემოდის, ეს მის ინტერესებშიც არის, არავინ დაუშვას, რომ დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, როგორმე საქართველოს მოქალაქეს პირობები შეუქმნას
,,მისასალმებელი იქნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ფრენები არსებობდეს, მაგრამ ეს ნაუცბადევი განცხადებებით არ წყდება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევს ამ გადაწყვეტილებას",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა
   
 
პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2023 ყველა უფლება დაცულია