მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა დაკეტილ ბინაში ღიად დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს - 05 თებერვალი 2019

ufleba.ge

თბილისში, წერეთლის გამზირის #7-ში, ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გვიან ღამით კომპანიის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება კორპუსში გაზის სუნის შესახებ. მათივე ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს.

როგორც „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, ბინაში შესვლისას სპეციალისტებმა ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ამასთან, მოუწოდებენ, ნუ მოიხმარენ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE