მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"სექტემბრიდან პედაგოგების შრომის ანაზღაურება გაიზრდება" - 07 თებერვალი 2019

ufleba.ge

სექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება, – განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია: სკოლების გაძლიერება, ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და შემოქმედებით საკითხებზე ორიენტირებული პედაგოგი.

მინისტრის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს უთმობდეს შემოქმედებით მიდგომას.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე.

ჩვენ მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას და სექტემბრისთვის მოხდება პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდა“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE