მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - წითელათი ავადობის მაჩვენებელი სტაბილური, თუმცა ზრდადია - 11 თებერვალი 2019

ufleba.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წითელათი ავადობის მაჩვენებელი დასტაბილურდა, თუმცა ზრდადია.

„ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს წითელასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტი გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემით, პირველი იანვრიდან დღემდე, 1370 შემთხვევაა წითელასი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმატა აცრების რიცხვმა.

„25 000 ადამიანია დამატებით აცრილი. აქ არ იგულისხმებს გეგმური აცრა, რომელიც ბავშვებში ტარდება. ერთადერთი საშუალება, რომ შევაჩეროთ წითელა, არის მასობრივი ვაქცინაცია. ვინც არ არიან აცრილები ან არ აქვთ გადატანილი წითელა, ვთხოვ, მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკებს და ჩაიტარონ აცრა“, – განუცხადა "პირველ არხს" ამირან გამყრელიძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE