მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით უსუფაშვილი - პროპორციული არჩევნები „ოცნების“ ხელში დაპირისპირების იარაღი აღმოჩნდა - 06 დეკემბერი 2019

ufleba.ge

ხელისუფლება რეალობის განცდას კარგავს და მიიჩნევს, რომ თუ მეორე მხრიდან რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს, რაშიც მან ქვეყანა გახვია პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების, ეროვნული კონსოლიდაციის ინსტრუმენტი და „ქართული ოცნების ხელში გათიშულობის, დაპირისპირებისა და ქვეყანაში დიდი პრობლემების შექმნის იარაღი აღმოჩნდა.

„ახლა თავგზააბნეული ხალხი ცდილობს, კიდევ სხვა მიმართულებით დიდი შეცდომები დაუშვას. ამის საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ პრინციპულობით, კონსტიტუციურ ჩარჩოებში პროტესტის გამოხატვით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობითაც და არჩევნებისთვის მზადებითაც. ჩვენ ყველანი ამით ვართ დაკავებული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE