მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრს - რას აკეთებთ, რომ საავადმყოფოებში სამუდამოდ დასრულდეს პაციენტების მოთხოვნა, დარეკე თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ - 05 თებერვალი 2020

ufleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ, რამდენიმე კითხვით მიმართა.

რომან კაკულია კლინიკებში არსებული ვითარებით დაინტერესდა.

„სამი შეკითხვა მექნება, პირველი არის გადმოცემა შეკითხვის. როდესაც თქვენთან მოვდიოდი, ერთ-ერთი კლინიკის ჩემთვის მაღალი სანდოობის ადამიანს ვკითხე, რა საკითხს დააყენებდა თქვენს წინაშე, მან მითხრა რომ საკითხი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთ საკითხად დაასახელა კლინიკებისად თანხების დაგვიანებით გადმორიცხვა.

მაგალითად ახლა, აგვისტოს გადმორიცხვებს განიხილავენო, როცა კანონით სამი თვე არის ამისათვის და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებსო, თუ შეიძლება ამის მიზები თუ შეიძლება მითხარით.

მეორე შეკითხვა გახლავთ 520-ე დადგენილება, თქვენ კი ისაუბრეთ, მაგრამ მე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე.

ბოლოს, რას აკეთებთ თქვენ იმისათვის, რომ საავადმყოფოებში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პაციენტების მოთხოვნა, რომ დარეკე რა თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ. ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი, ჩემთვისაც როცა მაწუხებს ვიღაცა. მესმის ახლა, იქ ხელფასის ნაკლებობა და ბევრი თემაა, მაგრამ თუ აკეთებთ რაღაცას, რათა პაციენტებისადმი დამოკიდებულების სტანდარტი შეიქმნას. რას აკეთებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარეკვისა და ნაცნობობის თემა დავამთავროთ ამ ქვეყანაში“, – მიმართა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE