მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა - 10 თებერვალი 2020

ufleba.ge

კამბოჯაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და მას უახლოეს მომავალში საავადმყოფოდან გაწერენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაციენტი 60 წლის ცია ციანხუაა, რომელსაც ექიმებმა კორონავირუსის დიაგნოზი ორი კვირის წინ დაუსვეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოაგდენს.

პაციენტთან ერთად, კარანტინში იმყოფებოდნენ მისი ნათესავები, ასევე შემოწმება ჩაუტარდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ცია ციანხუასთან ერთად იფრინა ქალაქ უხანიდან კამბოჯას მიმართულებით. კორონავირუსი არც ერთ მათგანს აღმოაჩნდა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE