მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის" - 03 აპრილი 2020

ufleba.ge

ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის, – მიმართა საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის უწყება იყო სტრუქტურა, რომელმაც პირველმა გაიღო სისხლი დონაციის აქციისთვის.

„ჩვენ მოვუწოდეთ ყველა ჩვენს სიპს, რომ მიეღო ეს, როგორც საჭიროება. დღესდღეობით ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. ჩვენი სიპები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში. ასევე, მოვუწოდებ ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება, თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე, რომ ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში. ჩააბარეთ სისხლი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვინც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან „კოვიდს“, მაგრამ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE