მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან რატიანი - ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს - 05 მაისი 2020

ufleba.ge

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, კიდევ 10-მა კი შესაძლოა, კლინიკა უახლოეს მომავალში დატოვოს.

კლინიკის ხელმძღვანელ ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ ჰყოლია.

მისივე თქმით, იმედი აქვს, ასე გაგრძელდება და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსთან ბრძოლას მოიგებს.

„დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. მიღებული გვაქვს 10 პაციენტის პირველადი პასუხი. იმედია, ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE