მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამაზ საყვარელიძე - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა - 30 მაისი 2023

,, რა ტიპის, ან რა საფრთხეები შეიძლება შეექმნას ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მზარდი შემოდინების გამო მაშინ, როცა ტურისტებზეა საუბარი ? არავითარი. და ამბობენ კი, ეს ადამიანები, რომ სამუდამოდ რჩებიან საქართველოში "? - განაცხადა ,, ufleba. ge"- თან პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა საყურადღებოა. 

,, სანამ ტურისტებზეა საუბარი საფრთხეს ვერ ვხედავ. მე პირადად ვფიქრობ, რომ ხეირი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებელი საფრთხე, რადგან ვიმეორებ, ტურისტებზეა საუბარი. ზაფხული მოდის, ჩამოდიან ადამიანები, ხეირიც მეტია, ეს არის და ეს. სხავათა შორის, საბჭოთა პერიოდში საერთოდ არ იყო ბარიერი და რამდენი რუსიც მოინდომებდა ჩამოსვლას, იმდენივეს შეეძლო ჩამოსვლა და ჩამოდიოდა.  და ხომ არიან საქართველოში იმ დროინდელი რუსები ? რა თქმა უნდა, არიან, ოღონდ გაქართველებულები და ამის გამო ქვეყანას საფრთხე არ შექმნია. ასე რომ, არ მგონია, რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე საფრთხის შემცველი იყოს. და საერთოდაც, მოდით, წინასწარ არ ვიდარდოთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა ",- განაცხადა ჩვენთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.  

ქეთი ხომერიკი

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE