ექიმი გიორგი ახობაძე ამბობს, რომ აეროპორტიდან სახლში მიმავალს თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელებმა უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ:
"აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო... ბოლო მოდელი. ტაქსს გადაუჭრა წინ გზა - ვიღაც ტიპები გადმოხტნენ, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ - ეგენი არიან, ლაშა ბასლანძის სამეგობროს ან ვიღაცა მაგათი მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი. როცა ვიძახი რომ ტერორისტები არიან-თქო, არიან ტერორისტები. შუა ქალაქში, ტაქსს უცებ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გამოიძიებს..." | ამბობს გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
"მთავარი არხი"