მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიქირავოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - რომან გოცირიძე - 04 ნოემბერი 2025

- არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიქირავოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რათა არ მოხდეს ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეს ნამახვანთან და ინტერ-რაოსთან დაკავშირებით მოხდა და რამაც კოლოსალური ზიანი მიაყენა ქვეყანას. 

ასეთი საერთაშორისო კომპანია დაქირავებული ჰყავდა მთავრობას როტშილდების სახით. მას უნდა შეეწყო ხელი გონიოში და თბილისის ზღვაზე  (რეგიონული საფინანსო ცენტრი) ინვესტიციების განხორციელებაში. ამ კომპანიამ ბიუჯეტიდან წაიღო 10 მილიონი ლარი და დღემდე არ იძებნება რაიმე დოკუმენტი გაწული საქმიანობის შესახებ, რაშიც ამ თანხის გაცემის მიზნობრიობა იქნებოდა  დადასტურებული. 

არაერთხელ ვეცადეთ პარლამენტში, რომ  რაიმე საბუთი მოგვეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ. არც ფინანსთა სამინისტრომ და არც ეკონომიკის სამინისტრომ ამ ხარჯების შესახებ არაფერი იცის. ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა. 

ეს გარიგება ღარიბაშვილის კორუფციული სქემის ნაწილად უნდა იქნას განხილული. თუ მისი შესწავლა არ მოხდა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ როტშილდების ეს კომპანია სულ სხვა საქმეს აკეთებდა ბიუჯეტის ფულით და სხვა, ალბათ კერძო მიზნებს ემსახურებოდა. ან სულაც არაფერი გაუკეთებიათ, რისი ალბათობა უფრო მეტი ჩანს, - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე "ფეისბუქში".

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE