მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ შეიძინა - 14 ნოემბერი 2025

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიაღწია შეთანხმებას სენსორების მწარმოებელ კომპანია Abbott laboratories-თან და გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ შეიძინა.

მოწყობილობის მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო და მათი გაცემა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონიტორინგის მოწყობილობებს ის პაციენტები მიიღებენ, რომელთაც სენსორის გამოყენების საჭიროება აქვთ.

კრიტერიუმების დადგენის მიზნით, დარგის ექიმ-სპეციალისტებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა.

შეხვედრაზე გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+-ის საჭიროების განმსაზღვრელ პარამეტრებსა და კლინიკურ ფაქტორებზე იმსჯელეს. FreeStyle Libre 2+ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაა, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან – სენსორი და წამკითხველი. სენსორის მოქმედების ვადა 15 დღეა, ხოლო წამკითხველი მონაცემებს 90 დღის განმავლობაში ინახავს.

საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ცხელი ხაზი. ტექნიკური მხარდაჭერის ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 800 00 80 77, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

შეგახსენებთ, შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვები, 2022 წლიდან, ასევე, უზრუნველყოფილები არიან ამერიკულ-ირლანდიური კომპანია Medtronic-ის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაღალტექნოლოგიური სისტემებით.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE