მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ანგარიშები
02 აპრილი 2016
სახალხო დამცველის ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
   
21 აპრილი 2015
სახალხო დამცველის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებებისა დათავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ-2014
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2014 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
   
18 დეკემბერი 2014
სახალხო დამცველმა 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა
"მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს 131 რეკომენდაციითა დ წინადადებით მიმართა, აქედან 38 შესრულდა, ხოლო 12 ნაწილობრივ შესრულდა. პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა მიმდინარე წელს მოინახულა 2 845 პატიმარი; 44 ვიზიტი განახორციელა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, შეამოწმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ პენიტენციალურ დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში".
   
13 ნოემბერი 2014
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელება საქართველოს ციხეებში 2003-2012 წლებში
დოკუმენტის „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა“, შინაარსი ასეთია: რესპონდენტთა მონათხრობი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკუთარი გამოცდილების შესახებ, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ციხეებში- სტატისტიკა, წამების მიზნები, შედეგები, წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები, ფაქტების ინტენსივობა, ფოტოვიდეო დოკუმენტირების მოტივაცია, სამედიცინო დახმარება, პატიმრების ურთიერთობა უფლებადამცველებთან და საჯაროობა, პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შეფასება პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით.
   
22 ივლისი 2012
საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი 2012 - კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება
პროექტი განახორციელა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRIDC). „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის ხელშეწყობა საქართველოში.
   
22 ივლისი 2012
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ
ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.
   
22 ივლისი 2012
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ტომას ჰამარბერგის ანგარიში
კომისარი ტომას ჰამარბერგი და მისი თანმხლები დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა 2011 წლის 18 – 20 აპრილს.1 ვიზიტისას კომისარმა გამართა შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებას და ადამიანის უფლებების მდგომარებას საქართველოს სასამართლო სისტემაში. კომისარმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკასა და პრაქტიკას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, სამართლის ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას.
   
 
პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია