მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
სიახლეები
04 დეკემბერი 2025
რა სიმპტომებს უჩიოდა ხალხი დარბევის შემდეგ? - ქიმიური ნივთიერების სკანდალი
ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სკანდალის ფონზე სულ უფრო მეტი დაზარალებული ალაპარაკდა - ადამიანები, ვინც ერთი წლის წინ, წყლის ჭავლი დაარბიეს დღემდე ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან. როგორც "პირველებთან" მასწავლებელი, მანანა ხუჭუა ამბობს, სწორედ წყლის ჭავლით დარბევის შემდეგ განუვითარდა ფეხზე მწვავე ალეგრიული ფონი, ასევე პედაგოგი დღემდე უჩივის გულის პრობლემებს. მანანა ხუჭუას თქმით, ახლა ზუსტად ხვდება რომ, მაშინ ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.
04 დეკემბერი 2025
სუს-თან ლევან ხაბეიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
„თავისუფლება ხაბეს“ – ამ სახელწოდებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და დაკავებულია არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედებისთვის, არამედ სიტყვის გამო.
01 დეკემბერი 2025
"ოცნების" ხელისუფლებამ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა - BBC
საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამის შესახებ ვრცელს სტატიას BBC აქვეყნებს. გამოცემის მიხედვით, წყლის ჭავლის მანქანებში ჩასხმული ნარევი არა ჩვეულებრივი CS გაზი, არამედ განსაკუთრებულად ძლიერი და მდგრადი ქიმიკატი „კამიტე“ იყო – ნივთიერება, რომელიც საფრანგეთმა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში გამოიყენა და მოგვიანებით მისი ხანგრძლივი ზემოქმედების გამო ამოიღეს მოხმარებიდან.
01 დეკემბერი 2025
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის - ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
"გეგმა მქონდა, რომ პროტესტი გამომეხატა. ვერ ვითმენდი, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს თუნდაც ეს მანდატურები. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ართუ შენობის დაწვა არ მიცდია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას. ოპერატიულად რომ მემოქმედა, მივაღწევდი მიზანს. ვიჯექი ღობესთან და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, შემდეგ ჩემს თავზე გავბრაზდი, უკან როგორ უნდა დავიხიო-მეთქი".
29 ნოემბერი 2025
დაკავებულმა ბათუმელმა მედროშემ მშრალი შიმშილობა დაიწყო - ჭავჭანიძის წერილი ციხიდან
"ფაქტები: 1. რუსული მმართველობის ქვეშ ერთ მილიონამდე ქართველი მოკლეს. 2. ყველა რუსი მმართველის ყველაზე დიდი ოცნებაა საქართველო — ქართველების გარეშე. 3. მეოცე საუკუნეში კავკასიაში არსებობდნენ ორი ერი — აბაზგები და უბიხები, რომლებიც დედამიწის ზურგიდან სრულებით გაქრნენ, აღმოიფხვრნენ. 4. ასი წელიც არ არის გასული, რაც სოჭი საქართველო იყო. ზუსტად ისე, როგორც დღეს სოჭია, იგივეს აპირებენ საქართველოსთვისაც. ასე რომ, საქართველო გადაშენებისა და გაბრწყინების ვიწრო ზოლზე გადის — ისევე, როგორც მე გავდივარ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ვიწრო ზოლზე. ვშიმშილობ მშრალი შიმშილით, ამიტომ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. ბოროტების დამარცხება კი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი", - წერს ჭავჭანიძე წერილში.
29 ნოემბერი 2025
ახალქალაქში საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. წვევამდელები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით არიან გაწვეული. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს.
29 ნოემბერი 2025
იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს - თამარ ჩერგოლეიშვილი
„იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნოთ და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, რეჟიმი უნდა გადადგეს; იმისთვის, რომ სამართლიანობა დამყარდეს, პოლიტიკური დევნა და სინდისზე ძალადობა შეწყდეს, რეჟიმი უნდა გადადგეს; იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება, ჩვენ და ჩვენს მშობლებს გვქონდეს ღირსეული სიბერე, რეჟიმი უნდა გადადგეს; ბიძინა ივანიშვილი თავისი ნებით ძალაუფლებას არ დათმობს, რეჟიმი თავისით არ გადადგება. რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს. სხვა გზა რეჟიმს არ დარჩება მაშინ, როდესაც ყველა გზა და ქუჩა საქართველოში ზუსტად ისე გაივსება, როგორც დღეს რუსთაველი გავავსეთ. იმისთვის, რომ ცვლილების ჟინი ვირუსივით მოედოს მთელ საქართველოს, საჭიროა, ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა, ჩვენს დღის წესრიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თავისი და თავისი ოჯახის ინტერესები დავანახოთ. მათ შორის მათ, ვინც დღეს სტატუს-კვოშია ჩაძირული, რადგან არ იცის, რომ იღუპება. ეს ჩვენი დანაშაულია, პოლიტიკური სპექტრის, რომ აქამდე ვერ ვქენით, მაგრამ როგორც არასდროს, ისე დღეს მაქვს რწმენა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ ისევ და ისევ იმიტომ, რომ თქვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეთ. ასე რომ, თქვენ გაგიმარჯოთ, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და გადადგეს რეჟიმი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
28 ნოემბერი 2025
საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, ქართული ოცნება შორდება მოსახლეობის ნებას - პაპუნა ჯანელიძე
"ერთი წლის წინ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მტკიცე პროტესტი ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პროცესის შესაჩერებლად. საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ქართული ოცნება მეტად იკეტება საკუთარ თავში და შორდება მოსახლეობის ნებას. დღეს, საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. დიდ წილად, ეს იმ ხალხის შედეგია, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს არსებულ რეალობას".
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2025 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE