მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
26 თებერვალი 2024
სტრასბურგის სასამართლომ ჩემი და მამუკა ხაზარაძის სარჩელის განხილვა დაიწყო - ბადრი ჯაფარიძე
"ოთხი წელია, მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი მორალური მოკვლის მცდელობა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ამ მცდელობაში მონაწილეობს „ქართული ოცნების“ ყველა სპიკერი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვიწოდებს ხანდაზმულ თაღლითს, მაროდიორს, ბანდიტს, ფულის გამთეთრებელს. რა თქმა უნდა, მათი იმედი არის, რომ სრულად აკონტროლებენ პროკურატურას და სასამართლოს, შეუძლიათ, გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებში, მაგრამ მათ ხელი არ მიუწვდებათ ევროპულ სასამართლოზე. ჩვენ ამიტომ დავიწყეთ ეს პროცესი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ამიტომ მივმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მორალური მკვლელობის მცდელობას ვუპასუხეთ გაძლიერებით, იმით, რომ ჩვენი მცდელობა, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, აუცილებლად შედეგს გამოიღებს და აღარასოდეს არავინ აღარ იქნება დევნილი პოლიტიკური ნიშნით".
   
26 თებერვალი 2024
ანაზღაურებადი სტაჟირების კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება. კობახიძის თქმით, სულ მცირე, ორი-სამი ათასი კურსდამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.
   
21 თებერვალი 2024
პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ - მიხეილ სააკაშვილი
„სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის იმედზე ვარ ისევ და თქვენს იმედზე – ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის. ნავალნიზე როცა საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ნავალნის გვარს არ ახსენებდა. პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, რადგან ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, თავიდან ბოლომდე კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.
   
21 თებერვალი 2024
იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი
„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
   
19 თებერვალი 2024
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ეს არის უსაფრთხოების აუცილებლობა და ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, თუმცა დღეს მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენში, პანელურ დისკუსიაზე „სკამების დამატება მაგიდასთან: უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის უდიდეს ინტერესებშია, რომ მოხდეს პრევენცია და რუსეთი არ იქცეს ექსკლუზიურ ძალად შავ ზღვაში.
   
19 თებერვალი 2024
2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 15.3 პროცენტამდე შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით, ანუ 8.4%-ით და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით, ანუ 1.6%-ით შემცირდა და 413.8 ათასი შეადგინა.
   
14 თებერვალი 2024
კანონპროექტის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას, იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია - მაია ბითაძე
„ეს არის ძალიან კომპლექსური კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაერო-ს ორგანიზაციასთან, FAO-სთან, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. კანონპროექტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ ხელი შევუწყოთ, მათ შორის, ცნობიერების ამაღლებას და იმ ძალიან მავნე პრაქტიკის აღმოფხვრას, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია“, – განაცხადა ბითაძემ.
   
14 თებერვალი 2024
მიშასთან ერთად, 12-დან 18 თვემდე ყველა პროექტს დავასრულებთ, საოკუპაციო ზოლთან „მერსედესის“ ქარხანაც რომ ავაშენოთ, დეოკუპაციასაც მალე მოვახდენთ - გიორგი ვაშაძე
„ჩვენ თუ რამეზე გვაკრიტიკებდნენ, სწრაფად რატომ აშენებთო. მახსოვს, ბათუმის იუსტიციის სახლი იყო პირველი, მიშა რომ მოვიდა იუსტიციის სახლის მშენებლობის გახსნაზე, პირველი ბარი როცა დავარტყით, გვერდით ვიდექი და გვკითხა, რამდენ ხანში ააშენებთო? ვუთხარი, რომ 24 თვეში ავაშენებდით. არ გამოვაო, 12 თვეში უნდა გავხსნაო. ვუთხარი, რომ 12 თვეში 17 სართულია ასაშენებელი. გავხსენით 12 თვეში. პირობას გაძლევთ, მიშასთან ერთად, ჩვენ 12-დან 18 თვემდე დაგვჭირდება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი დავამთავროთ, რათა დავიწყოთ ახალი პროექტები, ახალი სარკინიგზო ხაზები, სწრაფი სამგზავრო მატარებლები, ანაკლიისა და ლაზიკის პორტი. რაც უფრო გვიანდება არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დამთავრება, მით უფრო გვიანდება ახალი პროექტების დაწყება. 23 ინფრასტრუქტურულად სტრატეგიულ პროექტად რაც შერაცხეს, 21 არის დაუმთავრებელი, ოღონდ ფული გახარჯულია. სად წავიდა? 18 თვეში რკინიგზის ხაზსაც გავიყვანთ, გზებსაც დავამთავრებთ და პარალელურად დავიწყებთ ახალ პროექტებს საპორტო და სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ვაშაძემ.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია