მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
10 დეკემბერი 2023
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში აცხადებს.
   
10 დეკემბერი 2023
„წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს“
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. „ბნელი 90-იანებიდან“ მოყოლებული ამ უბედურებას თაობები შეეწირა და უარყოფითი პროცესი დღესაც გრძელდება.
   
20 ნოემბერი 2023
რვა საკვები, რომელიც უფრო მეტი უნდა ჭამოთ — ნუტრიციოლოგის რჩევები
ფოთლოვანი მცენარეები ჯანმრთელობის გაუმჯობესების დიდებული გზაა, რადგან ისინი შეიცავს მრავალ სასიცოცხლო საკვებ ნივთიერებას, ვიტამინს, მინერალსა და ანტიოქსიდანტს. ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი სვრაჯიტ სარკარი გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულ წერილში ძლიერ რეკომენდაციას უწევს რამდენიმე ფოთლოვანი მცენარის უფრო მეტად მოხმარებას.
   
20 ნოემბერი 2023
ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება - მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში წარადგენს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.
   
16 ნოემბერი 2023
რუსული პარტიის დამარცხება, თან დიდი ანგარიშით, შესაძლებელია, თუ პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა - ლევან ხაბეიშვილი
ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილსა და მის რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
   
14 ნოემბერი 2023
ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა - იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლაითურში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გახსნა.
   
14 ნოემბერი 2023
ვადაგასული მედიკამენტები: მათ მიღებას მაინც აგრძელებთ?
გაციებასთან დაკავშირებული ავადმყოფობები სწორედ მაშინ გვემართება, როცა ყველაზე ნაკლებად გვინდა. თანაც, ეს, როგორც წესი, შაბათ-კვირას ემთხვევა ხოლმე. როცა პირველი დახმარების საოჯახო აფთიაქს ათვალიერებ, უცებ აღმოაჩენ: ხველის სიროფს ვადა რამდენიმე თვის წინ გასვლია. ასევე ირკვევა, რომ ამავე მიზეზით, ვერც თავის ტკივილის გამაყუჩებელ აბებს გამოიყენებ. გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი აფთიაქში წასვლაა? თუ მედიკამენტებზეც იგივე ხდება, რაც ზოგიერთი საკვები პროდუქტის შემთხვევაში, რომლებსაც შენახვის უფრო გრძელი ვადა აქვთ, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის მითითებული?
   
03 ნოემბერი 2023
როგორ იზრდებოდა საქართველოში ბავშვი საინგილოდან და რას ფიქრობს ის ჩვენს დღვანდელ ყოფაზე
საქართველოს დედაქალაქს ბევრი შეუფარებია და ცხოვრების გზაზე დაუყენებია. ალბათ ამიტომაც თბილისი არის ურთიერთობა, ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო მნიშვნელობით. აქ ერთხელ ჩამოსული ადამიანი მას ვეღარასოდეს ტოვებს, თუნდაც გეოგრაფიული დაშორიშორების მიუხედავად.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია