მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
29 ოქტომბერი 2023
ევროკავშირში მოგზაურთა წინასწარი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ამოქმედება 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიდო
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ETIAS) ამოქმედების 2025 წლის გაზაფხულამდე გადადებას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ნათქვამია მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. აღნიშნული განცხადების თანახმად, საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის საინფორმაციო სისტემების ამოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ახალ გრაფიკს. ეს სისტემები წევრ ქვეყნების მიერ გამოიყენება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზღვრების კონტროლისა და მიგრაციული ნაკადების მართვისთვის. მინისტრებს ახალი სისტემის ამოქმედების გადავადების შესახებ ევროკომისიამ მიმართა.
   
27 ოქტომბერი 2023
მეცნიერებმა კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს
ბრაზილიაში, მსოფლიოში კოკაინის მეორე უდიდეს მომხმარებელ ქვეყანაში, მეცნიერები იუწყებიან, რომ შექმნეს ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულების სამკურნალო ახალი, ინოვაციური საშუალება — ვაქცინა. სატესტო ვაქცინამ, სახელად Calixcoca, ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა — გამოიწვია იმუნური პასუხი, რომელმაც კოკაინი დაბლოკა და თავის ტვინამდე მიღწევის საშუალება არ მისცა; მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მომხმარებლებს ეს დამოკიდებულების ციკლის დარღვევაში დაეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, დამოკიდებულები ნარკოტიკის ეფექტს ვეღარ მიიღებენ.
   
23 ოქტომბერი 2023
რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის ბირთვული ენერგეტიკა შავი ზღვის რეგიონისთვის
პუტინის ომი უკრაინაში გრძელდება. ამ მასალაში ჩვენ შევეხებით უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის მიმართ რუსი ოკუპანტების მხრიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებს. შესაძლო გართულებებს მთელი შავი ზღვის რეგიონთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის ზომებსაც განვიხილავთ.
   
16 ოქტომბერი 2023
იმდენად დაღლილები ვართ, სამშობლოში დაბრუნება გვინდა - ემიგრანტები საბერძნეთში
საქართველოში ბოლო ათწლეულების დუხჭირ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანი გაექცა. ჩვენი ემიგრანტების ერთ-ერთი მიმღები ქვეყანა საბერძნეთია. ჩვენ ფოთთან დაძმობილებულ ქალაქში, ნავპლიოში მცხოვრებ ქალბატონებს დავუკავშირდით. პირველი რესპონდენტი ქართული სათვისტომო „გეორგიას“ თავმჯდომარე ანა კეკელიძეა.
   
16 ოქტომბერი 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის მიმართ ადევნების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალბატონის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული.
   
16 ოქტომბერი 2023
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის უფასო იქნება
„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი. იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
   
11 ოქტომბერი 2023
„ხმა მღაღადებლისა“ ალაზანს გაღმა მიტოვებული საქართველოდან
ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრულფასოვან აღდგენას ჩვენთან საქართველოშიც მიესალმებიან. სამწუხაროდ, თბილისი-ბაქოს სტრატეგიული მეგობრობა აზერბაიჯანში, ჰერეთში (საინგილო) მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ნაკლებად აისახება. პირიქით, წლებია იქაური ქართული სკოლები დახურვის, ხოლო ეთნიკური ქართველები დანაშაულებრივი ასიმილაციის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ხოლო ამ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა არცთუ უკანასკნელ როლს ასრულებს.
   
11 ოქტომბერი 2023
„წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს“
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. „ბნელი 90-იანებიდან“ მოყოლებული ამ უბედურებას თაობები შეეწირა და უარყოფითი პროცესი დღესაც გრძელდება.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია