მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
10 აგვისტო 2023
ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.
   
21 ივლისი 2023
მამუკა მდინარაძე : სააკაშვილი, ,,ნაცმოძრაობა" და მათი დავალებების მიმცემები, ლობისტების მეშვეობით საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ
,,ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები",-ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,სააკაშვილი, ,,ნაცმოძრაობა" და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ! ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს!
   
21 ივლისი 2023
გია ცაგარეიშვილი - ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე, არ მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს
რა განასხვავებს ხაბეიშვილს და ვაშაძეს ერთმანეთისგან ან ამ პარტიული ორგანიზაციების განმასხვავებელი ნიშანი რა არის? შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. არა მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ცაგარეიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.
   
21 ივლისი 2023
ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა" ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძესთან ერთად განაცხადა. მისივე თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ერთიანი საქართველოსთვის. ელოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
   
15 ივლისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტარებმა ბოდიში მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც იკადრეს
ევროპარლამენტარებმა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, ბოდიში მოუხადონ ჩვენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კამპანია, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს კვდება და ა.შ. უნდა დასრულდეს.
   
15 ივლისი 2023
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრემიერს მიმართავს - მადლობელი ვარ პროფესიონალი ექიმების გამოგზავნისთვის, მადლობთ, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებთ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის პოლონელი ექიმების საქართველოში გამოგზავნისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო პრემიერო, მადლობელი ვარ პროფესიონალი ექიმების გამოგზავნისთვის. მადლობთ, რომ თქვენს მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
   
10 ივლისი 2023
გურამ მაჭარაშვილი - საქართველომ პირობები მრავალი წლის წინ შეასრულა და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია
საქართველოს მიერ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ალიანსზეა დამოკიდებული.
   
10 ივლისი 2023
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ, მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ
„ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ მათი ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აჩვევენ, თითქოს სხვა არის დამნაშავე, რომ თავად არ ვარგიან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას იმსახურებს, თუმცა მთავრობა, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, არაფერს იმსახურებს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია