მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
13 ივნისი 2023
ვენეციის კომისიის რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საჭიროა არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა, – ამის შესახებ აღნიშნულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ:
   
13 ივნისი 2023
ნიკა მელია ,,სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები
იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდა, რამაც ხიდები ჩატეხა, ეს გამოიწვია არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებმა, არამედ იმან, რაც მოხდა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებიდან ხუთ დღეში.
   
13 ივნისი 2023
გია ვოლსკი - ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს, მსჯელობა უნდა იყოს, რა პერიპეტიებზე გაივლის მელიასა და ხაბეიშვილის - ორი „ტიტანის“ შეჯახება
ნიკა მელია იმ გუნდში არ მოიაზრება, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს და სათავეში მერაბიშვილი უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზენტაციაზე, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“, ნიკა მელია მიწვეული არ იყო.
   
10 ივნისი 2023
კობა ხაბაზი ,, ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება"
რთული სათქმელია, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანა ,,რუსული ოცნების"-გან გაათავისუფლოს. საერთოდ ცალკე საუბრის თემაა ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები. არ დაგიმალავთ, უმძიმესი სიტუაცია გვაქვს ოპოზიციურ ფლანგზე",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, უკრაინაში მებრძოლმა, კობა ხაბაზმა ,, ufleba ge "- თან საუბრისას.
   
10 ივნისი 2023
ლევან ხაბეიშვილი - ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“
ვაპირებთ, 160 სოფელში, ქალაქსა და რაიონში შევხვდეთ მოსახლეობას, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, შევქმნათ არმია, რათა ვებრძოლოთ „რუსულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელვაჩაურში განაცხადა.
   
10 ივნისი 2023
ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შარშანდელისგან განსხვავებით, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება
ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო, აქედან გამომდინარე, ნათელია, ჩვენ შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 12 რეკომენდაციას პირნათლად ასრულებს.
   
05 ივნისი 2023
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბელგოროდში დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა მიმდინარეობს
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ბელგოროდში ამჟამად დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ გლადკოვი საკუთარ ტელეგრამარხზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. „მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, მოვისმინე დივერსანტების მიმართვა, რომლებიც თითქოს ჩემთან შეხვედრასა და ტყვეების შესახებ საუბარს ითხოვენ. ისინი შემოიჭრნენ და ახლა ბრძოლა მიმდინარეობს შებენსკის ოლქის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გლადკოვ
   
04 ივნისი 2023
ნიკა მელია - მოსახლეობას აინტერესებდა, რომ მოვალთ, დავჩაგრავთ? რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა
2017 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, ეს ადამიანები იქით იყვნენ და ამის დამსახურებით ავდექით ფეხზე, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ნახავთ, რა მხარდაჭერა დაემატება „ნაციონალურ მოძრაობას“ და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას“.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია