მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
12 სექტემბერი 2016
ნონა ხიდეშელი: ძალიან რთულია ჩვენნაირ ქვეყანაში აირჩიო ხელისუფლება და მერე არ ინანო
"ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ პოზიდან, რომ აი საწყალ ადამიანს ვინ რას ეკითხება? მსხვერპლის სულელური პოზიდან უნდა გამოვიდეთ! დიახ, მე მეკითხებიან, მე ვარ სახელმწიფო, მე რიგითმა მოქალაქემ უნდა გადავწყვიტო, ჩემი ქვეყნის მომავალი როგორი იქნება".
   
09 სექტემბერი 2016
„დევნილებს საარჩევნო უფლება უნდა დაუბრუნდეთ“
აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭო გარკვეული მიზეზების გამო დღემდე არ გადარჩეულა. წლების განმავლობაში ამის ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი მოსახლეობის დევნილობა და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების აუცილებლობა იყო. ყველა ახალი მთავრობა მოკლე ხანში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას იძლეოდა, რაც არ სრულდებოდა. ამასობაში ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. დღეს აფხაზური საზოგადოების ნაწილი ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რათა დევნილებს რეალური საარჩევნო უფლება დაუბრუნდეთ.
   
06 სექტემბერი 2016
8 ოქტომბერი - რა სურს პოლიტიკურ ელიტას და რა სურს საზოგადოებას
8 ოქტობერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რეალობა ისეთია, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს, კენჭისყრა რა შედეგებით დასრულდება. მმართველობის ოთხ წლისთავზე მარიონეტული ხელისუფლების რეიტინგი გაცამტვერებულია. მეორე მხრივ, პოლიტიკური ოპოზიციისადმი ნდობის ხარისხიც აღმატებული არ არის. სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამომრჩეველს საკუთარი სიყვარული დაუმტკიცონ და ამ გზით პარლამენტში და შემდგომ მთავრობაში ადგილები გაინაღდონ. ხალხის მოლოდინი კი რამენაირად დუხჭირი ყოფისგან თავის დაღწევაა.
   
23 აგვისტო 2016
გია ხუხაშვილი: დღეს ხელისუფლება ქუჩაში აგდია
საქართველო წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. პოლიტიკური პარტიები ცდას არ აკლებენ, რომ მოსახლეობის მეტ რაოდენობას შეხვდნენ და მისი მხარდაჭერა მოიპოვონ. ტელეეკრანებიდან ისეთი "ნეტარი" დაპირებები ისმის, რომ ერთი შეხედვით "ივერიის გაბრწყინებას" არაფერი უკლია.
   
17 აგვისტო 2016
ირაკლი აბესაძე: მთავარი პრობლემა დედაქალაქში და მთელ ქვეყანაში უპატრონობაა
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურიმოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, დავით ნარმანიას ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აბესაძე იმ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც ნარმანიას არჩევის შემდეგ წარმოიქმნა.
   
16 აგვისტო 2016
რატომ გადაწყვიტა პროფკავშირების თავმჯდომარემ პარლამენტის დეპუტატობა?
პროფკავშირები აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ერთვება. ისნის რაიონის ვაზისუბნის მაჟორიტარულ ოლქში, დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს წარადგენენ. მიზანი ადამიანის უფლებების (მათ შორის შრომითი უფლებების) უფრო ქმედითი დაცვა, ამისთვის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებაა.
   
10 აგვისტო 2016
დიმიტრი შაშკინი: უკვე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ომის შემთხვევაში ამ ობიექტის განადგურება პირველივე წამებში არ მოხდება
გენერალ კალანდაძის განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებიდან გასაიდუმლოებული მასალების გამომზეურება მოხდა, ფართო განხილვები მოყვა. ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. თავის მხრივ პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.
   
09 აგვისტო 2016
ემზარ კვიციანი: მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ მინისტრებს ჰქონდათ, ხუთ წუთში მოსკოვში ხვდებოდა
„ქრონიკა პლუსის“ წინა ნომერში გამოქვეყნდა წერილი, სადაც გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევი აფხაზეთში ყოფნისას რუსებთან თამაზ თამაზაშვილმა, კობა კობალაძემ და ემზარ კვიციანმა ჩუშვეს. ჩვენთან საუბრისას ემზარ კვიციანი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია რუსულ მხარესთან მაშინდელ ქართველ მინისტრებსა და გენერლებს მიჰქონდათ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია