მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
03 მაისი 2016
გიორგი გუგავა: ხელისუფლება განწირულია დამარცხებისთვის, მისი რეიტინგი უბრალოდ გაცამტვერებულია
„ლეიბორისტული პარტია“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გადის. შალვა ნათელაშვილის გუნდი კენჭისყრაში გამარჯვებას და შემდეგ პარლამენტში ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს. პარტიისთვის ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების ტენდენციები მისაღებია, გარდა პოლიტიკურ ძალთა და ლიდერთა რეიტინგისა.
   
27 აპრილი 2016
ვიქტორ დოლიძე: პოსტკომუნისტური გადმონაშთიდან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობაზე უნდა გადავიდეთ
„ენდიაის“ (აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) ბოლო გამოკითხვის შედეგებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი დასკვნების საშუალება მისცა. „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გასვლას აპირებენ. პარტია კენჭისყრაში გამარჯვებას ელოდება და უკვე შემდგომში კოალიციის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.
   
22 აპრილი 2016
კახა კუკავა: ქვეყანაში უკმაყოფილება იზრდება და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) ბოლო სოციოლოგიური გამოკითვის შედეგები ნამდვილი „განაჩენია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანში 15%-იანი რეიტინგის მქონე მთავრობა (როდესაც მოსახლეობის ლამის 80% მიიჩნევს, რომ ქვეყნაა არასწორი გზით მიექანება), ბოდიშს მოიხდიდა, ქუდს დაიხურავდა და სახლში წავიდოდა (ანუ ხელისუფლებას გადააბარებდა). მაგრამ აქ ისევ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნაზე ოცნებობენ. მეორე მხრივ, რა შანსები აქვს მომავალ კენჭისყრაზე ოპოზიციას, ესეც გაურკვეველი ამბავია.
   
19 აპრილი 2016
გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნებს?
საარჩევნო გარემოს რადიკალური გაუმჯობესება ის ნაბიჯია, რომლის გადადგმა დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. შედეგად, ქვეყანაში მოქმედებს სისტემა, რომელიც მხოლოდ მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს. მაგრამ წყალნი მიდიან და მოდიან, ხოლო მახინჯი კენჭისყრის შედეგებს ისევ საზოგადოება იმკის.
   
12 აპრილი 2016
ვინ როგორ შეძლებს ამომრჩევლის გულის ოქროს გასაღების მოძებნას?
სამწელიწადნახევრიანი ჯახირის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია. პრინციპში, ლომისა და კრავის მწვანე მდელოზე მშვიდობიანი ძოვა უფრო ადვილად წარმოსადგენი იყო, ვიდრე ამ „პოლიტიკური ერთობის“ შენარჩუნება. ქვების შეგროვების ხანა დასრულებულია და ახლა მათი სროლის დროა. მიზანში ვინ უფრო კარგად მოარტყამს, ეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებზე გამოჩნდება.
   
16 მარტი 2016
ლარის და ფასების ბედი მთავრობის ხელშია
"ბიუჯეტში ფული არ შემოდის. მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრისგან ფეხს ითრევს. თავს იმართლებს, რომ ამას მოგების გადასახადის შემცირებით წარმოქმნილი დანაკლისის დასაბალანსებლად გავაკეთებთო. ანუ იქით აყვედრის ხალს: გინდათ ნაკლები გადაიხადოთ, ე.წ. ესტონური მოდელი დავნერგოთ? მეტად მოუჭირეთ ქამრებსო. სინამდვილეში ეკონომიკა გაჩერებულია და შემოსავლებშიც პრობლემებია. საკითხი ასე დგას: ან სეკვესტრი, ან ლარის გაუფასურება და ინფლაცია. ორნახევარი თვე გავიდა, მთავრობა კი კვლავ ილუზიებში დაცურავს. შარშანდელივით".
   
29 თებერვალი 2016
რატომ შეწყვიტა „ოცნების“ ხელისუფლებამ აგვისტოს ომის გამოძიება?
როგორც ჩანს, საერთაშორისო სამართლის „აქლემი“ მალე 2008 წლის ოკუპაციის შემოქმედთა წინაც დაიჩოქებს. მანამდე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება და სრულიად კონფიდენციალური დარჩება. ამის შესახებ პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით.
   
01 თებერვალი 2016
რატომ არის „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ გამიზნული?
ოპოზიციისა და საექსპერტო საზოგადობის პროტესტის მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები რუსულ „გაზპრომთან“ ნახევრად გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებას აგრძელებენ. ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომის“ საქართველოში შემოყვანა ქვეყნის ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული. მისივე თქმით, ხდება მოვლენების დაჩქარება, მაშინ, როცა არ არსებობს ამისი არანაირი აუცილებლობა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია