მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2016
ცესკო: ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს
"საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი. 8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი. საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge".
   
07 ოქტომბერი 2016
მიხეილ ბენიძე: ივანიშვილი ნებისმიერი მხრიდან სახის საწინააღმდეგო აზრს ვერ ეგუება, ყველას უპირისპირდება, მათ შორის არაეთიკური გამონათქვამებითაც
"სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებშიც არ ვიცით, არ გვაქვს მკაფიო პასუხი, კვლავაც ხდება თუ არა მსგავსი მიყურადება, თვალთვალი და ჩაწერები. არიან თუ არა ის პირები დასჯილი, ჩვენ არ გვაქვს რეალური ინფორმაცია. კითხვები ჩნდება, ხომ არ არიან იგივე პირები დღესაც სახელმწიფო სტრუქტურებში და დღესაც ხომ არ ეწევიან რაიმე მსგავს საქმიანობას".
   
06 ოქტომბერი 2016
ირაკლი ალასანია: ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ეს არის რეფერენდუმი შეუსრულებელი დაპირებებისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ
სოციოლოგიური კომპანია "ჯი-ეფ-კეის" ბოლო გამოკითხვის შედეგებით, "თავისუფალი დემოკრატები" ქართული ოცნებისა და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ მესამე ადგილზეა. პარტია დედაქალაქსა თუ რეგიონებში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია თანაპარტიელებთან ერთად 8 ოქტომბერს გამარჯვებისთის იბრძვის.
   
05 ოქტომბერი 2016
გია ხუხაშვილი: ძალაუფლება თითქოს ქუჩაში აგდია, მაგრამ ხელში ამღები არავინაა
ზედ არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რიგრიგობით ვიდეო თუ აუდიოკადრებს აქვეყნებს და ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მას სხვა არჩევანი არ აქვს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ელექტორატის რეკორდულ რაოდენობას, დაახლოებით მესამედზე მეტს ჯერ კიდევ ვერ გადაუწვეტია, ვის მისცეს ხმა 8 ოქტომბერს. პოლიტიკური მოწინააღმდეგის დემონიზაცია კვლავ მთავარ იარაღად რჩება საზოგადოების თვალში საკუთარი უპირატესობის მოსაჩვენებლად.
   
03 ოქტომბერი 2016
გიგი წერეთელი: ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს
"ვისაც მიაჩნია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეცდომები დაუშვა, დიახ, დაუშვა ეს შეცდომები თავისი ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეც გააკეთა. დღეს ეს გამოცდილება არსებობს, როგორც ძალიან დიდი, პოზიტიური და ასევე გარკვეული ნეგატიური გამოცდილებაც; იქნება ეს სამართლადამცავი სისტემა, ბიზნესთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებები თუ სხვ. დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომებს ნაციონალური მოძრაობა აღარ გაიმეორებს".
   
30 სექტემბერი 2016
გია ჟორჟოლიანი: გარანტირებული უმრავლესობა ქართულ ოცნებას ექნება
როგორ მიაქვს „ქართული ოცნებას“ საარჩევნო პროგრამა ამომრჩევლამდე, არის თუ არა არაფორმალური მმართველობა, როდესაც „მოქალაქის“ ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური შეფასებები, პოზიციები დააფიქსიორონ, რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“, რატომ არ ხვდება ის ყოფილ კოალიციელ თანამებრძოლებს, რა პრობლემებს შესჩივის მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ და პარტია მათ რას პირდება?
   
29 სექტემბერი 2016
თინათინ ხიდაშელი: ნებისმიერი ტიპის არაფორმალური სისტემა ქვეყნის უკან დამწევია
"მე ველოდები, რომ საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, ამ სიტყვის ძალიან ფართო გაგებით. ვფიქრობ, რომ ექვსი-შვიდი პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს. რა თქმა უნდა, რესპუბლიკელები მათ შორის ვიქნებით.ჩვენ თვისობრივად ახალი ტიპის პოლიტიკურ რეალობას, ჭეშმარიტ ევროპულ პარლამენტს მივიღებთ. რომელიც შესაძლებლობას გააჩენს, რომ კომპრომისების, პოლიტიკური დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში ქვეყნის პრობლემების მოგვარება დავიწყოთ".
   
28 სექტემბერი 2016
სოსო ცინცაძე: 26 წელია ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხი ბრბოდ აქციოს
"ცუდი ის არის, რომ თვითონ ქართველმა ბიზნესმენებმა თავისი სხეულიდან მონა ვერ გამოდევნეს. ისინი თვითონ ბუნებით მონები არიან, ყველა მმართველ პარტიას ფეხქვეშ ეგებებიან. კი, ოცნებას თავისუფლება უწერია, მაგრამ დღეს ხალხი შინაგანად თავისუფალი არ არის".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია