მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
19 ნოემბერი 2018
საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება
საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
   
05 ნოემბერი 2018
სოსო ცინცაძე: დღემდე არცერთ მმართველ პარტიას ასეთი არაპოპულარული კანდიდატი არ ყოლია
რა მთავარი დამახასიათებელი ნიშნები ახასიათებდა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, რა შთაბეჭდილებას ტოვებდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიები, არის თუ ეს ბოლო კენჭისყრა წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, ამ ყველაფერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ უნდა მოყვეს, - აღნიშნულ საკითხებზე „ufleba.ge“ „დიპლომატიური აკადემიის“ რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება.
   
29 ოქტომბერი 2018
საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს ხმათა 38.63 პროცენტი აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი
„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%. წინასწარი შედეგებით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს თითქმის უბნების 100%-ს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
   
20 სექტემბერი 2018
გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის ურჩხულია, რომელიც შიგნით გაზარდეს და თავის მშობელს თვითონვე ჭამს
"დღეს ქართული ოცნების პრობლემა და ოპონენტი ოპოზიცია კიარ არის, არც მიშა სააკაშვილია, რომელზეც მუდმივად აპელირებენ. ქართული ოცნების მთავარი პრობლემა სადღეისოდ თვითონ ქართული ოცნებაა. ანუ, მათ შიგნით ურჩხული გაზარდეს, რომელიც თავის მშობელს თვითონვე ჭამს. დაახლოებით, ამ პროცესში ვიმყოფებით. ამას აჯობებს პირველ რიგში შიგნით არსებულ მდგომარეობას მიხედონ, რადგან ამას შიგნით თუ არ მიხედეს ყველაფერი უკან მორჩებათ".
   
18 სექტემბერი 2018
სოსო ცინცაძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაკვეთად შეიძლება შეფასდეს
"ახლა, ოცნებას ის ჩვეულებრივად არ დაუსახელებია. სულ რაღაც ორი კვირის წინათ, ზაქარია ქუცნაშვილი ნინო ჯანგირაშვილთან კავკასიის ეთერში სულ მკერდში მჟიღს ირტყამდა და იფიცებოდა, რომ ოცნების უმრავლესობა სალომეს წინააღმდეგია, ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვინდა და კიდევაც გვეყოლებაო. ახლა, თუ ოცნების უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაშინ ვინ არის ისეთი უმცირესობა, რომელმაც უმრავლესობა გადაწონა?"
   
10 აგვისტო 2018
არასამთავრობოები: საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება დაუშვებელია
"საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას. მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას".
   
09 აგვისტო 2018
ჰერები დედასამშობლოს დამოუკიდებლობის ას წლისთავს ულოცავენ
"საქართველოს ხელისუფლება დროულად უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპის ახალი პოლიტიკა აწარმოონ ჰერეთის, იქ მცხოვრები ქართველების მიმართ. რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რომ მაქსიმალურად ხელშემწყობი ნაბიჯები გადაიდგას, რათა იქაურებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. ამ დროს ქვემო ქართლის წარმატებებმა მეგობრობის ხიდის როლი უნდა შეასრულოს და არა პირიქით. ისედაც, საქართველო-აზერბაიჯანის თვალსაჩინო სტრატეგიულ მეგობრობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს და თანამემამულეთა პრობლემები სწორედ აღნიშნული მტკიცე პარტნიორობის კონტექსტში უნდა გადაწყდეს".
   
07 აგვისტო 2018
სახალხო დამცველი კონფლიქტით დაზარალებულთა უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება
"იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მოლოდინშია. გარკვეულ ობიექტებში დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან, რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა ყოფილ კოლექტიურ ცენტრებში; გამოწვევად რჩება სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია