მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
20 სექტემბერი 2018
გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის ურჩხულია, რომელიც შიგნით გაზარდეს და თავის მშობელს თვითონვე ჭამს
"დღეს ქართული ოცნების პრობლემა და ოპონენტი ოპოზიცია კიარ არის, არც მიშა სააკაშვილია, რომელზეც მუდმივად აპელირებენ. ქართული ოცნების მთავარი პრობლემა სადღეისოდ თვითონ ქართული ოცნებაა. ანუ, მათ შიგნით ურჩხული გაზარდეს, რომელიც თავის მშობელს თვითონვე ჭამს. დაახლოებით, ამ პროცესში ვიმყოფებით. ამას აჯობებს პირველ რიგში შიგნით არსებულ მდგომარეობას მიხედონ, რადგან ამას შიგნით თუ არ მიხედეს ყველაფერი უკან მორჩებათ".
   
18 სექტემბერი 2018
სოსო ცინცაძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაკვეთად შეიძლება შეფასდეს
"ახლა, ოცნებას ის ჩვეულებრივად არ დაუსახელებია. სულ რაღაც ორი კვირის წინათ, ზაქარია ქუცნაშვილი ნინო ჯანგირაშვილთან კავკასიის ეთერში სულ მკერდში მჟიღს ირტყამდა და იფიცებოდა, რომ ოცნების უმრავლესობა სალომეს წინააღმდეგია, ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვინდა და კიდევაც გვეყოლებაო. ახლა, თუ ოცნების უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაშინ ვინ არის ისეთი უმცირესობა, რომელმაც უმრავლესობა გადაწონა?"
   
10 აგვისტო 2018
არასამთავრობოები: საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება დაუშვებელია
"საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისა და კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის საკითხებით სპეკულირება. ამან, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ომით დაზარალებული პირებისთვის სამართლიანობის აღსრულებას. მსგავსი პოლიტიკური შეფასებები სრულ თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების უგულვებელყოფას და პასუხისმგებლობის პოლიტიკურ არენაზე გადატანას".
   
09 აგვისტო 2018
ჰერები დედასამშობლოს დამოუკიდებლობის ას წლისთავს ულოცავენ
"საქართველოს ხელისუფლება დროულად უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპის ახალი პოლიტიკა აწარმოონ ჰერეთის, იქ მცხოვრები ქართველების მიმართ. რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რომ მაქსიმალურად ხელშემწყობი ნაბიჯები გადაიდგას, რათა იქაურებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. ამ დროს ქვემო ქართლის წარმატებებმა მეგობრობის ხიდის როლი უნდა შეასრულოს და არა პირიქით. ისედაც, საქართველო-აზერბაიჯანის თვალსაჩინო სტრატეგიულ მეგობრობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს და თანამემამულეთა პრობლემები სწორედ აღნიშნული მტკიცე პარტნიორობის კონტექსტში უნდა გადაწყდეს".
   
07 აგვისტო 2018
სახალხო დამცველი კონფლიქტით დაზარალებულთა უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება
"იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. რეგისტრირებულ დევნილთა 58% კვლავ თავშესაფრის მოლოდინშია. გარკვეულ ობიექტებში დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან, რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა ყოფილ კოლექტიურ ცენტრებში; გამოწვევად რჩება სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა".
   
26 ივნისი 2018
მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება
"რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით, სახელმიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება".
   
21 ივნისი 2018
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველო აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული
"კანონპროექტის #1235 ქვეთავი, რომელიც ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებას ეხება (SENSE OF SENATE ON ENHANCING DETERRENCE AGAINST RUSSIAN AGGRESSION IN EUROPE), აღნიშნავს, რომ ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება და რუსეთის აგრესიის შეკავების კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ქვეთავი საქართველოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გზავნილებსაც შეიცავს".
   
12 ივნისი 2018
ეკონომიკის სამინისტრო წართმეული ბინის სანაცვლოდ როლანდ ბლადაძეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას გადასცემს
"ეკონომიკის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, მოამზადოს და მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცემა როლანდ ბლადაძეს".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია