მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
22 ოქტომბერი 2017
ადამიანის უფლებათა ცენტრი: საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია - „ამომრჩეველთა მთვლელი“ - ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან
"შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გვაქვს ახალი პროფესია - „ამომრჩეველთა მთვლელი“ - ადამიანები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე „გადამზადებას“ გადიან პარტიების ოფისებში და ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობის შესამოწმებლად და მათი რაოდენობის დასათვლელად".
   
21 ოქტომბერი 2017
20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 43.4%. საღამოს 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
   
22 აგვისტო 2017
ირაკლი ცქიტიშვილი: აფხაზები ეძებენ გზებს, თუ როგორ დაუკარგონ იქაურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა, მოწყვიტონ თბილისს
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას მორიგი ულტიმატუმი წაუყენეს. 2018 წლის პირველი იანვრიდან რეგიონში მცხოვრებლებს ყველანაირი დოკუმენტი უუქმდებათ. ე.წ. აფახაზეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად მათ ორი გამოსავალი აქვთ. აფხაზეთში ცხოვრების მსურველებმა ან უნდა აიღონ აფხაზური ე.წ. პასპორტები, ან აიღონ ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვა გამორიცხავს საბუთის მფლობელის მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას უზღუდავს ოკუპირებულ რეგიონში ქონების ფლობას.
   
18 აგვისტო 2017
ირაკლი მენაღარიშვილი: პენსის ვიზიტმა უნდა განგვიმტკიცოს იმედი, რომ ქვეყნის ტეიტორიული მთლიანობა აღდგება და ქვეყანა ნატოს წევრი იქნება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს.
   
12 ივნისი 2017
დავით ზურაბიშვილი მუხთარლის საქმეზე: ისედაც სულ ნაცებს აბრალებთ ხოლმე ყველაფერს და რაღა აქ გაიჭედეთ?
"მოკლედ, ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო. რამდენადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე ყველანი სასწაულ კომენტარებს აკეთებთ და ერთმანეთს ეჯიბრებით, ვინ უფრო დიდ სისულელეს იტყვის, გადავწყვიტე ცოტა შეგეშველოთ. პირველ ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ, რომ საქმე ცუდადაა. საზოგადოებრივი აზრი ნამეტნავად მომართულია თქვენს წინააღმდეგ. არავის არ სჯერა, რომ აფგან მუხთარლი თავისით გადაიპარა აზერბაიჯანში უპასპორტოდ".
   
08 ივნისი 2017
რა მექანიზმმა შეუწყო ხელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცებას?
აფგან მუხთარლის თბილისში გაქრობამ და ბაქოს ციხეში აღმოჩენამ მსოფლიო გამოხმაურება გამოიწვია. ჟურნალისტი ქართულად მოლაპარაკე უნიფორმიანი პირების მხრიდან გატაცებაზე, ფიზიკურ შურაცხყოფასა და შემდეგ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაზე საუბრობს. „კანონს თუ არ კითხულობთ, ვაჟა-ფშაველა მაინც წაიკითხეთ“, _ ასე მიმართა სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სამარალდამცველი უწყების წარმომადგენლებს.
   
10 მარტი 2017
სახალხო დამცველი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შერბილებას ითხოვს
„რუსეთი უკვე დიდი ხანია მოითხოვს ამ კანონის შერბილებას ან სულაც გაუქმებას. მისი ინტერესი გასაგებია - საკუთარ მოქალაქეებს ააცილოს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის გამო“.
   
07 მარტი 2017
ვახტანგ ბეგიაშვილი: ენერგეტიკის სამინისტრო ლამის თავდაცვაზე უფრო დახშულ სისტემად ჩამოყალიბდა
"კითხეთ ნებისმიერ ამ სფეროს სპეციალისტს (ალბათ, უფრო მიკროფონის და კამერის გარეშე) და თუ სინდისთან პრობლემები არა აქვთ (ახლა ასეთების პოვნაც გაჭირდა), გეტყვიან, რომ სამინისტროში განათლებული, პროფესიონალების რიცხვი ნულის ტოლია, რომ დარგში მენეჯერები ძირითადად ყოფილი "ოდეერები", პირადი დაცვისა და დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომლები არიან, საერთოდ, ამათ ენერგეტიკის რა გაეგებათ? როგორ შეიძლება ენერგეტიკაში რაიმე იცოდნენ?"
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია