მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
28 თებერვალი 2017
ამირან სალუქვაძე: მეტი მობილიზება გვჭირდება, რომ უმოკლეს ვადებში შეიარაღებული ძალები სრულ მზადოფნაში მოვიყვანოთ
„გავა ორი-სამი წელი, მოვა ახალი მინისტრი და ყველაფერს ახლიდან დაიწყებს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები უარყოფით შედეგებს გვიჩვენებს, ეს აგვისტოს ომმაც დაგვანახა, ბევრს არ სიამოვნებს ამ თემაზე საუბარი“
   
08 თებერვალი 2017
ISFED: საზოგადოებრივი მაუწყებლის სიჩუმე იქნება ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას შეეწირება მედიის მრავალფეროვნება...
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სიჩუმე იქნება ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას შეეწირება მედიის მრავალფეროვნება, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების შესაძლებლობა და არხზე დასაქმებული ასობით ადამიანის ბედი".
   
07 თებერვალი 2017
სამხედრო პოლიციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ
საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი უპირველესი „მსხვერპლი“ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები გახდნენ. დაახლოებით 140 კაცი იანვრიდან კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და თებერვლის ბოლოდან მათ უმუშევრობა ემუქრება. პოლიციელები ხელისუფლების დამოკიდებულებით შეურაცხყოფილი არიან და უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავენ.
   
28 იანვარი 2017
"პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს სპეცსამსახურების სახელით ავიწროებენ"
"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დღემდე არ მიუნიჭებია ლტოლვილის სტატუსი დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისვის. ამავე დროს, პოლიტიკური დევნილის მიმართ არ წყდება დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა".
   
28 დეკემბერი 2016

   
25 ოქტომბერი 2016
რა ახალი გზავნილებით ესტუმრა დიტერ ბოდენი თბილისსა და სოხუმს?
გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი (რომელიც სოხუმში იმყოფებოდა) აცხადებს, რომ „აფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად“. როგორც ბოდენმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა, ის აფხაზეთში გერმანული ფონდის „ბერგჰოფის“ მიწვევით, ბიოგრაფიულ სალონში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
   
20 ოქტომბერი 2016
გიორგი ბარამიძე: არამარტო ძალადობის, არამედ გაყალბების ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს
"ვგეგმავდით გამარჯვებას. ამას გულწრფელად ვამბობ იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით. ჩვენი პარტიის ყველა მაჟორიტარი კანდიდატი კარდაკარის კამპანიას ახორციელებდა. მე პირადად 7 ათასზე მეტ ოჯახში დავაკაკუნე, უმეტესობა ადგილზე დამხვდა, ვესაუბრე და ძალიან კარგი განწყობა იყო საზოგადოებაში. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი არამარტო უბრალოდ გვიღიმოდა და თავაზიანად გვეპყრობოდა, არამედ წარმატებას გვისურვებდა და გვეუბნებოდა, რომ ხმას გაძლევთო. ეს ჩემთვის ნამდვილად შეუსაბამოა იმ შედეგთან, რაც დაიდო".
   
19 ოქტომბერი 2016
სოსო ცისკარიშვილი: მომავალი ოთხი წელი ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად ბიძინოკრატია დაიბუდებს
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი გადაადგილებები დაიწყო, არავინ უწყის ეს პროცესი რა პეიზაჟით დასრულდება. „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძვის, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მონოპოლიზების უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია