მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
15 ოქტომბერი 2016
„ოცნება“, დაცვას მიხედე დაცვას!
გიხაროდენ! ახალ, „ოცნების“ პარლამენტში არ იქნებიან - დავით უსუფაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირაკლი ალასანია, ნინო გოგუაძე, თინათინ ხიდაშელი, დავით ჯანდიერი, ლევან ბერძენიშვილი და ა.შ. სამაგიეროდ, მანდ წარმოდგენილი იქნებიან მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და კიდევ სხვა ანგელოზები. ბედის ირონიაა, აბა სხვა რა არის? ჩვენ რა ვქნათ ჩვენ, კანონებს ვინ დაწერს, საკითხავი ეს არის.
   
13 ოქტომბერი 2016
გია ხუხაშვილი: არჩევნების ეს შედეგები დემოკრატიული განვითარებისთვის სახარბიელო არ არის
"ნეგატიური კამპანია ვნახეთ. ანუ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან სახლში დაეტოვებინა, ან ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შიშით ისევ მისთვის მიეცა ხმა. ანუ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უთხრა, რომ ნუ იქნები შუაშისტი, რადგან დღეს არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის; კეთილი მე ვარ, ბოროტი ნაციონალური მოძრაობაა, ამიტომ ან სახლში დაეტიე, ან თუ მაინცდამაინც არჩევნებზე წახვალ, ხმა მე მომეცი, რადგან სხვა შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, - მგელი მოვა და შეგჭამთო".
   
12 ოქტომბერი 2016
ხათუნა ლაგაზიძე: სატელიტი პოლიტიკური პარტიები ერთჯერადი გამოყენების ხელსახოცივითაა, გამოგიყენებენ და მერე გვერდზე გაგწევენ
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უკვე გუშინდელი დღეა. ამ დროის მონაცემებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ორგანიზაცია ხვდება - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ნაციონალები ბოიკოტზე უარს ამბობენ და ბრძოლას აგრძლებენ. ბარიერვერგადალახულ პარტიებში განახლება-გადახალისების პროცესი იწყება.
   
08 ოქტომბერი 2016
ცესკო: ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს
"საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი. 8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი. საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge".
   
07 ოქტომბერი 2016
მიხეილ ბენიძე: ივანიშვილი ნებისმიერი მხრიდან სახის საწინააღმდეგო აზრს ვერ ეგუება, ყველას უპირისპირდება, მათ შორის არაეთიკური გამონათქვამებითაც
"სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებშიც არ ვიცით, არ გვაქვს მკაფიო პასუხი, კვლავაც ხდება თუ არა მსგავსი მიყურადება, თვალთვალი და ჩაწერები. არიან თუ არა ის პირები დასჯილი, ჩვენ არ გვაქვს რეალური ინფორმაცია. კითხვები ჩნდება, ხომ არ არიან იგივე პირები დღესაც სახელმწიფო სტრუქტურებში და დღესაც ხომ არ ეწევიან რაიმე მსგავს საქმიანობას".
   
06 ოქტომბერი 2016
ირაკლი ალასანია: ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ეს არის რეფერენდუმი შეუსრულებელი დაპირებებისა და არაკომპეტენტურობის წინააღმდეგ
სოციოლოგიური კომპანია "ჯი-ეფ-კეის" ბოლო გამოკითხვის შედეგებით, "თავისუფალი დემოკრატები" ქართული ოცნებისა და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ მესამე ადგილზეა. პარტია დედაქალაქსა თუ რეგიონებში აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია თანაპარტიელებთან ერთად 8 ოქტომბერს გამარჯვებისთის იბრძვის.
   
05 ოქტომბერი 2016
გია ხუხაშვილი: ძალაუფლება თითქოს ქუჩაში აგდია, მაგრამ ხელში ამღები არავინაა
ზედ არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რიგრიგობით ვიდეო თუ აუდიოკადრებს აქვეყნებს და ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მას სხვა არჩევანი არ აქვს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ელექტორატის რეკორდულ რაოდენობას, დაახლოებით მესამედზე მეტს ჯერ კიდევ ვერ გადაუწვეტია, ვის მისცეს ხმა 8 ოქტომბერს. პოლიტიკური მოწინააღმდეგის დემონიზაცია კვლავ მთავარ იარაღად რჩება საზოგადოების თვალში საკუთარი უპირატესობის მოსაჩვენებლად.
   
03 ოქტომბერი 2016
გიგი წერეთელი: ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს
"ვისაც მიაჩნია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეცდომები დაუშვა, დიახ, დაუშვა ეს შეცდომები თავისი ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეც გააკეთა. დღეს ეს გამოცდილება არსებობს, როგორც ძალიან დიდი, პოზიტიური და ასევე გარკვეული ნეგატიური გამოცდილებაც; იქნება ეს სამართლადამცავი სისტემა, ბიზნესთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებები თუ სხვ. დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომებს ნაციონალური მოძრაობა აღარ გაიმეორებს".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია