მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
29 აგვისტო 2018
დივერსია ქართული სპორტისა და ქვეყნის მომავლის წინაშე
ერის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანაღი წესის დაცვა რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ეს რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურას რომ მოითხოვს, ესეც ეჭვგარეშეა. რას ვაკეთებდით ამ მხრივ ბოლო 26 წლის განმავლობაში? რას და დაუნდობლად, მართლაც რომ ბარბაროსულად ვანგრევდით დიდ თუ პატარა მოედნებსა თუ სხვა სტრატეგიულ სპორტულ ობიექტებს.
   
24 აგვისტო 2018
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები: აუცილებელია თამბაქო ისე იყიდებოდეს, რომ ბავშვები მას ვერ ხედავდნენ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებაში არსებული ხარვეზები გამოავლინეს. „ჯანმო-ს“ ექსპერტების იან გრეისა და პოლ ჰუპერის განცხადებით, ბაზრობების ტერიტორიებზე არიან ხელით მოვაჭრეები, რომლებიც სიგარეტს ღერებით ყიდიან, მათ შორის მოზარდებზე, რაც კანონით ჯერ კიდევ 2003 წლიდანაა აკრძალული. ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია თამბაქო ისე იყიდებოდეს, რომ ბავშვები მას ვერ ხედავდნენ.
   
16 აგვისტო 2018
როდემდე უნდა იყოს მომხმარებელი ასე დაუცველი?
სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენ მომხმარებლებიც ვართ და უფლებები გაგვაჩნია. ეს უფლებები ხშირად ირღვევა და გამართული კანონმდებლობის უქონლობის გამო, მათზე სათანადო რეაგირებასაც ვერ ვახდენთ. როგორც სხვა სფეროებში, აქაც ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაცია უნდა დაგვეხმაროს, რათა კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან ერთად საზოგადოების ცნობიერებაც ამაღლდეს და ახლებური ცხოვრება დავიწყოთ.
   
12 აგვისტო 2018
სასამართლო, პროკურატურა და საჯარო რეესტრი დანაშაულს ფარავენ?
"მივმართავ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ზედამხედველ პროკურორს, ბატონ ვლადიმერ ნარინდოშვილს მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. დამიბრუნეთ ჩემი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქ. 66-ში. სამარცხვინოა ყველა თქვენგანის საქციელი, როდემდის შეიძლება მამაჩემის მემკვიდრეები იყვნენ მისი გარდაცვლილი ცოლისდები?"
   
06 აგვისტო 2018
15 222 ხანძარი ერთ წელიწადში
"ხანძრების რაოდენობამ 2017 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასული წლის განმავლობაში 15 222 ხანძარი მოხდა. რეკორდული იყო ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობაც. 2017 წელს დაიღუპა 79 და დაშავდა 244 ადამიანი. ხანძრისგან განადგურდა 543 შენობა-ნაგებობა. ყველაზე ტრაგიკული, 2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარი იყო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ცეცხლი".
   
03 აგვისტო 2018
ზაფხული და ტრანსპორტი ჩვენი მღელვარებისა
ამასწინათ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ავტობუსს მართავდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თავად ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ შეუძლოდ ძლიერი სიცხისგან გახდა, რის გამოც გონება დაკარგა. პირველადი დახმარება მგზავრებმა გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წუთში გამოსწორდა.
   
02 აგვისტო 2018
ვინ ააშენა შუახევჰესი და ვინ დგას კომპანიის უკან?!
"საყოველთაოდ ცნობილია, როცა რაიმე ტიპის მშენებლობა უნდა ჩატარდეს, თუნდაც ნაგავსაყრელი იყოს, აუცილებალდ უნდა მოხდეს გარემოზე თვალსაზრისით მისი შეფასება - რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პროექტი დღეს თუ ხვალ. ეს საფრთხეები არსებობს და ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების დეტალური შესწავლა, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა, საფრთხეების რუკა არ დადებულა -კონკრეტულად, რა საფრთხეების შემცველია სოფლებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები..."
   
01 აგვისტო 2018
პროფკავშირები: ტყიბულის ქვანახშირის საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით
"საწარმოში არსებული სისტემური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, აღმასრულებელი მექანიზმების არაეფექტურობით, საწარმო შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვიანობის პრაქტიკის მოშლით, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების არარსებობით, შრომის უსაფრთხოების მიმართ დანერგილი მანკიერი დამოკიდებულებით, დასაქმების ადგილების ალტერნატივის არარსებობით, მეშახტეთა შრომის ანაზღაურების მანკიერი სისტემით, და ა.შ. კვლავ ტოვებს მომავალში საწარმო შემთხვევების მოხდენის საფრთხეს, რაც საქართველოს პროფკავშირების აზრით, დაუშვებელია".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია