მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
21 დეკემბერი 2017
„საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ინფორმირებული არ არის“
"კვლევის შედეგად საკმაოდ მძიმე აღმოჩენებია იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში არ არის ინფორმირებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მუნიციპალიტეტი, მერია და საკრებულო გეგმავს".
   
18 დეკემბერი 2017
რატომ ეწინააღმდეგებიან სვანეთში „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობას?
მესტიაში, „მესტიაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზირებით საპროტესტო აქციები გაიმართა მოწოდებით, - „შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება“. ადგილობრივების თქმით, ჰესების მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რამაც ეკოსისტემას სახე შეუცვალა. მუშებს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ამჟამად პროცესი შეჩერებულია.
   
12 დეკემბერი 2017
დაზარალებული: სამი წლის წინ ვეუბნებოდით, ჩვენი საქმე გამოიძიეთ, ანალოგიურად სხვა არ გამწარდესო
"წლების განმავლობაში სულ ამას ვეუბნებოდით, - სხვებიც რომ ანალოგიურად არ დაზარალდნენ, სხვების მშობლებიც ჩვენსავით არ გამწარდნენ, მიაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება, საქმე კეთილსინდისიერად გამოიძიეთ და გვითხარით, იქ ბოლოს და ბოლოს რა მოხდა. შავით თეთრზე დაგვიწერეთ, რომ ხანძარი ამ კონკრეტულ დროს მოხდა, ამ დროს სახანძრო მოვიდა და ა.შ. აი ამას დღემდე ვერ გვეუბნებიან".
   
07 დეკემბერი 2017
საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
„საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - ამის შესახებ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის ეროვნული შეფასების შემაჯამებელი დასკვნაშია აღნიშნული. დასკვნის თანახმად, ამის მიზეზი ანტენატალური და პერინატალური ზრუნის დაბალი ხარისხი, ტრანსპორტირების სუსტი სისტემა, მარეგულირებელი და მონიტორინგის გაუმართავი სისტემა, სამშობიარო სახლებისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრების პერსონალის ტრენინგების ნაკლებობაა.
   
04 დეკემბერი 2017
რა შედეგებს მოიტანს პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება?
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, - აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.
   
01 დეკემბერი 2017
რამდენად შეუძლია ზრდასრულთა განათლებას შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და საზოგადოების ტრანსფორმაცია მოახდინოს?
„ბიზნესის კეთების“ ბოლო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ისიც ცნობილი ამბავია, რომ უმაღლესი განათლების საშუალო მაჩვენებლით, ჩვენ ქვეყანას ოდითგან მოწინავე პოზიციები უკავია. მიუხედავად ამისა, კვალიფიციური კადრების პრობლემა თვალშისაცემია. ამ ფონზე, ზრდასრულთა განათლების, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახალი უნარ-ჩვევების დაუფლების კონცეფცია სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.
   
21 ნოემბერი 2017
„სამართლიან და მშვიდ გარემოში კენჭისყრა“, თუ „სპეცოპერაცია სახელად არჩევნები“?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორც ყოველთვის, პროცესთან და შედეგთან დაკავშირებით, ხელისუფლება-ოპოზიციის შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია. მაინც რა იყო ეს, - „სამართლიან და მშვიდ გარემოში კენჭისყრა“, თუ „სპეცოპერაცია სახელად არჩევნები“?
   
19 ნოემბერი 2017
კაზრეთში საშიშმა დაავადებებმა იმატა: სიმსივნე, ლეიკემია და ირმის რქის იმედად დარჩენილი მოსახლეობა
ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში ღია კარიერული წესით ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება ადგილობრივების (უპირველესად, ქალებისა და ბავშვების) ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მოსახლეობა და საქმეში ჩახედული არასამთავრობო სექტორი სხვადასხვა დაავადების (სიმსივნე, ლეიკემია, სისხლძარღვოვანი, სახსრები და ა. შ.) ზრდაზე საუბრობს. ამის გამო (თუ გაიკითხავთ) დაბაში ერთ-ერთი მოთხოვნადია ირმის რქა, რადგან სჯერათ, რომ მძიმე გართულებებს მისი საშუალებით გაუმკლავდებიან.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია