მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
14 თებერვალი 2022
რა ეშველება კოვიდპანდემიას ციხეში, როცა ადგილები სამოქალაქო კლინიკებშიც აღარ არის?
ახალი კორონავირუსმა ქართული ციხეებიც არ დაინდო. საპატიმრო დაწესებულებებში პანდემიის უკვე მერამდენე ტალღას ებრძვიან. ამ ფონზე, უფლებადამცველები ქმედითი ამნისტიის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაზეც ხელისუფლება ფეხს ითრევს. არადა, დრო არ ითმენს, საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია და ხშირად სახელმწიფოს რესურსიც არ აქვს, რომ ინფიცირებულ პატიმრებს ადგილზე რეალურად უმკურნალოს.
   
04 თებერვალი 2022
რა კავშირი აქვს პოლიტიკურ კორუფციას სიღარიბესა და ეკონომიკურ პრობლემებთან?
კორუფცია ცოცხლად ხრავს და ნორმალურ მომავალს უსპობს ჩვენს საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს. მის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანება „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს. ჩვენ გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერ ვასო ურუშაძეს ვესაუბრეთ.
   
03 თებერვალი 2022
რატომ დაჭრა კოვიდ კლინიკაში პაციენტმა ექთანი?
ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი ნივთით ლოყისა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ გაავრცელა. ლოლუას თქმით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო დამნაშავე გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში.
   
27 იანვარი 2022
რამდენად გააიაფებს წამლებს თურქეთის ბაზრის გახსნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის, დაბალფასიანი წამლების შემოტანას შეძლებენ. მთავრობის მეთაურმა იმპორტიორებს თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლები შემოტანისკენ მოუწოდა.
   
14 იანვარი 2022
რამდენად დააკმაყოფილებს სასამართლო გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა სარჩელს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროგრამა ხარვეზების გარეშე ვერ დაიწყო. გამგზავრებულთა ნაწილი სამთვიან ვადაზე ადრე უკან დაბრუნდა და დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართა. ისინი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უჩივიან, მატერიალური და მორალურ-ფსიქოლოგიური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
   
22 დეკემბერი 2021
„დღეს ჩვენი გადარჩენის გზა მხოლოდ აცრაზე გადის!“
ჩვენმა რესპონდენტმა „კოვიდ 19“ სულ ახლახან გადაიტანა. აუცრელობის მიუხედავად, გაუმართა და ოცდამეერთე საუკუნის „შავ ჭირს“ შედარებით მსუბუქად „დაუძვრა“. ვადის გასვლისთანავე ვაქცინის გაკეთებას აპირებს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ჩვენ გურამ დ-ს (მისივე თხოვნით, ზუსტ ვინაობას არ ვასახელებთ) ვესაუბრეთ.
   
15 დეკემბერი 2021
რა შედეგებს მოიტანს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, ხოლო მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ასევე ონლაინ კაზინოების სრულად აკრძალვაც. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
   
09 დეკემბერი 2021
მაკო გომური შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივის
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია