მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
13 ოქტომბერი 2021
რეგულირების სააგენტომ თბილისში მოქმედი 40 ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში არსებული, ფარმაცევტული საწარმოები შეამოწმა და 40 მოქმედი საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 33-ივე საწარმოში დარღვეული იყო სანებართვო პირობები, 22 შემთხვევაში კი ფარმაცევტული პროდუქტი წარმოების წესის დარღვევით იყო ნაწარმოები.
   
04 ოქტომბერი 2021
„კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორს ურჩევნია მარტივად გადაიხადოს ჯარიმა და მერე ისევ მომხმარებლის ჯიბიდან ამოიღოს“
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი (ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები) გამოავლინეს.
   
30 სექტემბერი 2021
აფგან მუხთარლის გატაცებამ სხვები გადაგვარჩინა - დაშგინ აგალარლი
დაშგინ აგალარლი ოპოზიციონერი აქტივისტია, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით, თავის დროზე, საქართველოც დაატოვებინეს. ამჟამად ლტოლვილის სტატუსით ნორვეგიული თავშესაფრიდან აგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. მისი ნაამბობი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს უკანონო პროცესს, როგორ ხდება ავტორიტარული სახელმწიფოს (ქვეყნების) მხრიდან უდანაშაულო ადამიანის დევნა-შევიწროება.
   
22 სექტემბერი 2021
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს
დღევანდელი გამოწვევები ადამიანებისგან უფრო მეტ განათლებას და კონკურენტუნარიანობას მოითხოვს. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება სპეციალური მომზადება (თუ გადამზადება) დაგჭირდეს, წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. ამისთვის უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია.
   
22 სექტემბერი 2021
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
გერმანიაში „ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე“ ასი ათასზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ რეგისტრაცია გაიარა. მოლოდინის მიუხედავად, აქამდე მხოლოდ 180 კაცი გაემგზავრა. ნაწილი სამთვიან ვადაზე ადრე უკან დაბრუნდა და ხელშეკრულებით კუთვნილ ანაზღაურებას სასამართლო გზით ითხოვს.
   
21 სექტემბერი 2021
„როცა რესტორნები ღიაა და სკოლები დაკეტილი, ნათელია რა პრიორიტეტებიც აქვს ქვეყანას“
"განათლების სამინისტრო ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს. მათივე სტრატეგიიდან და გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე, სკოლების მეტ ავტონომიურობაზე და დიფერენცირებული მართვის მოდელებზე უნდა გადასულიყვნენ; მიეცათ გადაწყვეტილების მიღების უფლება. საქართველოში ძალიან ბევრი სკოლა მზად არის (პანდემიის მიუხედავად) დაიწყოს სწავლა. მათ შორის, არის მცირე კონტინგენტიანი სკოლები. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, მხოლოდ დაწყებითი კლასებისთვის დაიწყონ სწავლა და ა.შ."
   
21 სექტემბერი 2021
როცა წამლიდან საწამლავამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი
მთავრობა ფარმაცევტულ სფეროში სტანდარტების უმოქმედობას კომპანიების თხოვნით ამართლებს, - არიქა დავიხურებით, უმუშევრად დავრჩებითო. წლების გადავადების მიუხედავად, 40 საწარმოდან 33-ში ისევ უხეში დარღვევებია. კიდევ წაყრუებას (რეფორმის გზაზე უნიათობას თავი რომ დავანებოთ), არანაირი გამართლება აღარ ექნება. ასევე, პასუხი უნდა გაეცეს დასმულ კითხვას, ხარისხის ლაბორატორიის სრულად ამოქმედებას 2030-წლამდე დრო (ჯანდაცვის მინისტრი ამბობს) რატომ სჭირდება?!
   
21 სექტემბერი 2021
„საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული“ - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში
"სახელმწიფო უწყებას, დასაქმების სააგენტო რომ ჰქვია, უფრო მეტი ამბიცია, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი უნდა ჰქონდეს; როცა ქვეყნის ეკონომიკა საშუალებას არ იძლევა ხალხი აქ ნორმალურად და ღირსეულად დასაქმდეს, ამის შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვას. თანამშრომლებიც, ბიუჯეტიც საკმარისად აქვთ, რომ თვალი მიედევნებინათ საკუთარი მოქალაქეებისთვის; თუნდაც იმისთვის გაეკეთებინათ, რომ სხვა მსურველი მოქალაქეებისთვის, პირველი რიგის გამგზავრებულთა დასაქმება ანტირეკლამა არ აღმოჩენილიყო".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია