მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
21 სექტემბერი 2021
„საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული“ - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში
"სახელმწიფო უწყებას, დასაქმების სააგენტო რომ ჰქვია, უფრო მეტი ამბიცია, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი უნდა ჰქონდეს; როცა ქვეყნის ეკონომიკა საშუალებას არ იძლევა ხალხი აქ ნორმალურად და ღირსეულად დასაქმდეს, ამის შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვას. თანამშრომლებიც, ბიუჯეტიც საკმარისად აქვთ, რომ თვალი მიედევნებინათ საკუთარი მოქალაქეებისთვის; თუნდაც იმისთვის გაეკეთებინათ, რომ სხვა მსურველი მოქალაქეებისთვის, პირველი რიგის გამგზავრებულთა დასაქმება ანტირეკლამა არ აღმოჩენილიყო".
   
20 სექტემბერი 2021
„დღეს გაცილებით მრავალრიცხოვანი და ძლიერები ვართ“
კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, რა პრობლემების წინაშე დგანან აშშ-ში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ძირითადად რომელი ვაქცინები გამოიყენება, ე.წ. არალეგალებთან მიმართებაში ბოლო დროს სიტუაცია შეცვლილი ხომ არ არის, აქაური ხმაურიანი პროცესები ამერიკული პრიზმიდან როგორ გამოიყურება, ნელ-ნელა შორდება თუ არა საქართველო დასავლურ სამყაროს, ამ და სხვა კითხვებით ნიუ იორკში „ქართული სათვისტომოს“ დამფუძნებელს, „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ (ნიკა) ჩხეიძეს მივმართეთ.
   
20 სექტემბერი 2021
„ადრე მონას იმდენს აძლევდნენ, ჭამაში მაინც ჰყოფნიდა და დღეს შენ ჭამაშიც არ გყოფნის“
რთული სოციალური ყოფა ბევრს აიძულებს ოჯახი, ქვეყანა დატოვოს და უცხოეთში ეძებოს სამუშაო. ქართველების ერთ-ერთი მიმღები ევროპული ქვეყანა, ჩვენი მეგობარი პოლონეთია. თავისუფლების გამოკვეთილი სიყვარულია ის, რაც თბილისაა და ვარშავას აკავშირებს; ეს დღევანდელ რეალობაშიც დახმარების ხელის გაწვდენაში გამოიხატება.
   
30 აგვისტო 2021
„პალიტრას“ ბესტსელერები, ახალ სიცოცხლეს, თავისუფლებას და სიყვარულს რომ გვანიჭებენ
წიგნი სიცოცხლეს და თავისუფლებას გვანიჭებს. „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით!“ – პირველად იყო სიტყვა და „პალიტრა ჯგუფი“ სამყაროს ნათელ მხარეს ახალ-ახალი გამოცემებით აძლიერებს. გამომყევით ზღაპარში, საიდანაც მკითხველები სულით და ხორცით განახლებული გამოვდივართ.
   
25 აგვისტო 2021
მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
პანდემიის მორიგი ტალღის მიუხედავად, დედაქალაქში მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობაც სულ უფრო მატულობს. ვაკის მარტო ერთ პატარა მონაკვეთში, სამების ეკლესიიდან გალაკტიონის ძეგლამდე იმდენი მათხოვარი „მუშაობს“, მაჩვენებელი გინესის რეკორდების წიგნში შევიდოდა, ვინმეს ეს ინფორმაცია რომ მიეწოდებინა. ჩვენმა სახელმწიფომ სამი ათწლეულის მანძილზე იმასაც ვერ მიაღწია, რომ ადამიანებს არსებობის პურის საშოვნელად ჰაერში ხელის გაწვდენა არ სჭირდებოდეთ.
   
23 აგვისტო 2021
„საქართველოში ერთ ექიმზე 0,8 მეათედი ექთანი მოდის, ერთ-ერთი უარესი შეფარდებაა მსოფლიოში“
"თუ გვინდა შედეგი შევცვალოთ, ამისთვის უნდა შეიცვალოს სისტემა. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანა პრობლემებს თავს ვერ დავაღწევთ. ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის არაფერია, ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, სხვაზე რა უნდა ვისაუბროთ. ისე გვაცნობენ გარდაცვლილების რაოდენობას, არც კი ვიცი რა გითხრათ. ბოლშევიკური დამოკიდებულება აქვს ამ მთავრობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ".
   
19 აგვისტო 2021
„მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის“
დაახლოებით ორი წლის წინ, თბილისის სარკინიგზო სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით ბოლნისის დაბა კაზრეთში ნაცნობისთვის გავატანე. მას აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა.
   
16 აგვისტო 2021
„ხელისუფლება, როგორც ფალავანდიშვილის სამართალმემკვიდრე აგრძელებს ჟურნალისტების გალახვას“
5-6 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მედიას ბოდიში არ მოუხადა და აგრესიული დამოკიდებულება არ შეცვალა. პირიქით, მთავრობის წარმომადგენლები ღიად ცდილობენ, ყველაფერში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები დაადანაშაულონ; მათ წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომი აწარმოონ, მიკროფონი წაართვან, აღარ დაუბრუნონ და ა.შ.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია