მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
05 აგვისტო 2020
მაგდა ხოჭოლავა - არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს
"პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და "გავიქეცი" იტალიაში".
   
03 აგვისტო 2020
მაია ბითაძე - ჭავჭავაძეზე ნაკადები დათვლილი გვაქვს და არც სექტემბრის გვეშინია
ძვირფასო თბილისის მერიავ და საკრებულოვ, გააჩერეთ თქვენი 400-მდე სამსახურეობრივი და 3 000-მდე კერძო ავტომობილი და სანამ სხვას მოუწოდებთ, პირველ რიგში თქვენ გადაბრძანდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში! მიეცით მაგალითი დედაქალაქელებს! შედეგად, დაიზოგება საბიუჯეტო ხარჯები, გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა! - წერს მესხიშვილი.
   
14 აპრილი 2020
ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას
უმადური ადამიანი უნდა იყო, ბოლო წლებში პენიტენციურ სისტემაში გადადგმული სასიკეთო ნაბიჯები ვერ დაინახო. მაგრამ მედია რის „მოდარაჯე ნაგაზია“, თუ არსებული პრობლემები დღის სამზეოზე სამსჯავროდ არ გამოიტანა. დიდი ილიას „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპით იმდენს უნდა მივაღწიოთ, რომ რთული ცხოვრებისგან ისედაც დაჩაგრული, დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებული ადამიანები ბოლომდე კედელთან არ მივაყენოთ.
   
18 მარტი 2020
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს
„კომპანიის ინტერესები უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერებაში“, - ამგვარად განმარტავენ კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR). უფრო გასაგებ ენაზე, ბიზნესი ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც ყოველდღიური საქმიანობა უწევს. კორპორატიული პასუხისმგებლობის გამოჩენა აუცილებელია ქვეყანაში, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდის.
   
06 მარტი 2020
მე და სამოქალაქო ორგანიზაციები - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია
მე ჟურნალისტი ვარ. ყოველდღიურ საქმიანობაში ჩემი მთავარი მოკავშირეები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არიან. ეს იმიტომ, რომ ორივე მხარეს ნათლად გააზრებული გვაქვს - ეს ქვეყანა ჩვენია, პერმანენტული წუმპედან ამოსაყვანი და გადასარჩენია, განსავითარებელია.
   
12 დეკემბერი 2019
როგორ დავამარცხოთ ნევროზი
ჩვენი რესპონდენტი 47 წლის მამაკაცია, რომელმაც თავისი სამაგალითო ბრძოლისუნარიანობით ნევროზი და დეპრესია თითქმის დაამარცხა. მან შემთხვევით მოისმინა ჩვენი მედია გეგმების შესახებ და თავად გამოთქვა საუბრის სურვილი. ნუკრი (სახელი შეცვლილია მისივე თხოვნით) გვიყვება, თუ რა გადახდა ამ ეკლიან გზაზე. ვფიქრობთ, მისი პერიპეტიები სხვებისთვისაც გასათვალისწინებელი იქნება.
   
30 ოქტომბერი 2019
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
ცნობილია, რომ ორი გზა არსებობს, ერთი მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული კატასტროფა. საფუძვლიანი განათლების და უნარ-ჩვევების შეძენას ადამიანი მაშინ იწყებს, როდესაც სკოლაში მიღებული ცოდნა ნელ-ნელა ავიწყდება. შესაბამისად, ზრდასრულთა განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
   
07 ოქტომბერი 2019
„ბესელიას სილაქი“, ანუ ქალთა ბედი საქართველოში
"ოჯახის ყველა წევრი კარგად რომ იყოს, ამისთვის უბრალოდ აუცილებელია ოჯახის მთავარი ქალი, თუ ქალები (დედა, მეუღლე) თავს ცუდად მაინც არ გრძნობდნებო, - ასე ნათქვამია. სახელმწიფოც ხომ დიდი ოჯახია და პატარა უჯრედებისგან შედგება. ამ დროს ჩვენში საკუთარი დედის გინებას აგრძელებენ, როცა სხვის შეგინებულზე (თუ დაგინებულზე) შეიძლება მკვლელობა ჩაიდინონ ხელის აუკანკალებლად. აქ ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუსრულებელი „ბო..შვილი ვიყო, ჩემი კარგი ..., ჩემი დედა ...“ „კაიბიჭობის“ ერთ-ერთი უმაგალითო გამოვლინებაა".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია