მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
13 ივნისი 2019
"წუნწურა წყარო"
"არა, მეგობარო. რაც ამ სოფელში წინაპართა ენა, ქართული დავკარგეთ, თბილისთან ძველი კავშირებიც გაწყდა. ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც ჩვენს თავს დატრიალდა, მაგრამ ეს ამ სოფლელების რა ბრალია? ჩვენ ხომ მიგვატოვეს?, - რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არ მქონია. - ერთადერთი, როდესაც ჩვენებურებს შავი სამუშაოსგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ და ექიმი დასჭირდებათ, პირდაპირ თბილისში მოდიან; რადგან მთელ დედამიწისზურგზე, უსიტყვოდ, მხოლოდ ქართველ მკურნალებს ენდობიანო, - ესეც დაამატა".
   
30 მაისი 2019
„არათუ თავისუფლებაზე, ციხეშიც აღარავის ვჭირდებით“
ცნობილია, რომ ხშირად მოძალადე თვითონაც არის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ იკვრება მანკიერი წრე, რისგანაც თავის დაღწევა რთულია. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, რათა საზოგადოებას ნორმალური მომავალი ჰქონდეს.
   
22 მაისი 2019
ვეტერანი ბესიკ მაისურაძე - ფუფუნებას არ ვითხოვ, მომცენ ის, რაც მეკუთვნის
"სახელმწიფომ ჩვენი გულისტკივილი ახლოს უნდა მიიტანოს და ყურადღება მოგვაქციოს. ცოტა ხნით ქვეყნის გარეთ ვიყავი გასული და ვნახე იქ ომის ვეტერანი როგორ ცხოვრობს, ხელის გულზე ატარებენ. იქ რომ ვთქვი ვეტერანი ვარო, აქ რა გინდაო, პირდაპირ მომაჯახეს. შემრცხვა ამის გამო. 13 წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე, ვატარე ფორმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ნებისმიერ დროს ქვეყანას რომ დასჭირდეს, მზად ვარ; მაქვს შესაძლებლობა და ენერგია, გამოცდილება და პრაქტიკაც რომ ქვეყანას ისევ მხარში დავუდგე".
   
11 მაისი 2019
ლევან ჯუღელი - ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა
ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის, ლევან ჯუღელის ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩში, დივიზიის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თუნდაც ამიტომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყოველ წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სათანადო პატივი მიაგოს. ამბობს, რომ დღეს ქართველ ერს ისეთი კონსოლიდაცია სჭირდება, როგორც ეს გამარჯვების მორიგ წლისთავზე ხდება.
   
10 მაისი 2019
ვლადიმერ იმნაძე: ვეტერანები თავს საქართველოსთვის დებდნენ და არა საბჭოთა კავშირისთვის
"მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების ბრწყინვალე დღეს ვულოცავ. ჩვენ ამ ხალხს ცხვირწინ დროშები კი არ უნდა ვუტრიალოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დღეს საერთოდ ვარსებობთ; რადგან თავის დროზე ფაშიზმს რომ გაემარჯვა, არ მგონია ბევრ ჩვენგანს მოღვაწეობის საშუალება ჰქონოდა. მეორეც, ყველაზე მეტად, რაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს და, საერთოდ, ვეტერანს აინტერესებს, ეს არის ყურადღება".
   
10 მაისი 2019
მაიზერ გელოვანი - სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია
"უპირველესად, ისევ ამ ხალხს, ვეტერანებს სათანადო პატივი უნდა სცენ. შემდეგ ჩვენ, რათა მომავალმა თაობამ სამშობლოს დაცვის საქმისადმი რწმენა არ დაკარგოს. ისე კი არა, ჯარს რომ გაიგონებენ, მარტო იმას ცდილობენ თავი რით გამოიხსნან. სამხედრო სამსახურში ყველა სიხარულით უნდა მიდიოდეს, რადგან სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია. ხოლო ჯარში ისეთი სულისკვეთება და დისციპლინა უნდა სუფევდეს, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დაცვის გარდა სხვა ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონდეთ".
   
09 მაისი 2019
„საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - 9 მაისი ბოროტების დამარცხებასთან და სიკეთის გამარჯვებასთან ასოცირდება
"ისევ და ისევ ამ ხალხის, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანთა შრომა და ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს, თითოეული ამ ადამიანის გმირობა უნდა გვახსოვეს და მოვუფრთხილდეთ; რათა ჩვენც მათ მიერ გაკვალული გზით ვიაროთ, მაგალითი ავიღოთ; ამ ხალხის მამოძრავებელი სულისკვეთება არ უნდა დავკარგოთ და მხოლოდ ამ გზით გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს".
   
24 აპრილი 2019
სისტემური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში - სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილი
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, დღევანდელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს არსებულ რეალობას, როდესაც უამრავი ადამიანი აუცილებელ სამედიცინო სერვისებს მოკლებულია. სახალხო დამცველის ფსიქიატრიულებში „ცეცხლსაქრობით“ სირბილი და არასამთავრობოების „მინიფესტები“ საქმეს ვერ შველის, განგაშის ზარები შემოსაკრავია.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია