მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
11 ივნისი 2014
ვის რა შანსი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე
"ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებზე, ამომრჩეველს სიჭარბე არ სჩვევია. ვეთანხმები ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების’‘ შესაძლებლობების პესიმისტური ანალიზი ნაადრევია _ მას ჯერ კიდევ აქვს რეიტინგი, ამომრჩეველი მოიზიდოს და თავის მხარეზე დააყენოს. რესურსი აქვს, მაგრამ შეძლებს ამას? _ როგორც წესი, ოპოზიცია უფრო აქტიურია ხოლმე საზოგადოების მობილიზებაში, ვიდრე ხელისუფლება".
   
11 ივნისი 2014
,,ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების განთავსება სახელმწიფო დონის საკითხია და არა რომელიმე სამინისტროს პრეროგატივა’‘
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ცნობილ განცხადებას, საქართველოში ნატო- ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განლაგების შესახებ, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მინისტრის წინადადებამ თანაგუნდელებშიც კი კრიტიკა გამოიწვია. ექსპერტების ნაწილიც ქართულ მხარეს, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
   
02 ივნისი 2014
კახი კახიშვილი: ,,როცა პროცესი გამამართლებელი განაჩენით მთავრდება, ეს პროკურატურას არ ადარდებს!’‘
დათა ახალაიას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება, სანამ საბერძნეთის სასამართლო მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კვირაში ერთხელ, პოლიციის შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს. სხვათა შორის, საბერძნეთის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა ახალაიას გირაოთი შეუცვალა, გირაოს თანხად კი 100 000 ევრო განისაზღვრა.
   
29 მაისი 2014
"მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება პროფესიული განათლების დანგრევას ნიშნავს"
"მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება პროფესიული განათლების დანგრევას ნიშნავს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით სულ უფრო მეტ აქტივობებს გვთავაზობს. ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მხრივ ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დარგის ექსპერტები სამინისტროს პოლიტიკას კრიტიკულად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ უწყების გადაწყვეტილება მოდულური პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებით სრული აბსურდია.
   
28 მაისი 2014
„უფასო წიგნები ერთჯერადი პიარაქცია იყო“‘
სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ საუბარი და განსხვავებული შეფასებები არ წყდება. საგანმანათლებლო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ტარას შავშიშვილის განცხადებით, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება ერთჯერადი პიარაქცია იყო და განათლების სამინისტროს კარგად არ ჰქონდა გააზრებულ- გათვლილი, პროცესი მომდევნო წლებში როგორ გაგრძელებულიყო.
   
28 მაისი 2014
შეუსრულებელი პუნქტები შრომით კანონმდებლობაში
პროფესიული კავშირის გაერთიანების მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა. პროფკავშირები ქვეყანაში შრომის ინსპექციის გაუქმებას აპროტესტებენ და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარებას ითხოვენ.
   
27 მაისი 2014
დაუბრუნებს თუ არა სახელმწიფო ვალს კოოპერატიული ბინათმშნებლობით დაზარალებულებს
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 30 აპრილის განჩინებაში განმარტა, რომ სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული ვალი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია და ვალის დაფარვის წესის შემუშავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკისრია, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტთან უნდა შეათანხმოს, თუმცა უწყება სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიით აპელირებს და აცხადებს, რომ ვალის დათვლა მიმდინარეობს“.
   
27 მაისი 2014
ადვოკატი პროკურატურას ხონის დაკავებული გამგებლის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინტრიგაში ამხელს
მალე სასამართლო ხონის დაკავებული გამგებლისა და მოადგილის საქმის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მითვისება და გაფლანგვა) არსებით განიხილავს დაიწყებს. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე სუბიექტური სასამართლოც კი იძულებული გახდება, ის უტყუარი მტკიცებულებები გაიზიაროს, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა. ადვოკატის შეფასებითვე, ზურაბ ჯიბუხაიას არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა და გადაწყვიტეს, უმთავრესი კონკურენტი ჩამოეშორებინათ.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია