მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
21 ივლისი 2012
საქართველოს მმართველი პარტია არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით წინადადებით გამოდის
როგორ უზრუნველყოფს მმართველი პარტიის წინადადება მართლაც „სამაგალითო არჩევნების“ ჩატარებას, ცხადი არ არის, მით უფრო, რომ ეს წინადადებები შესასრულებლად სავალდებულო არ არის და დღემდე გაურკვეველია, ვინ ჩაუტარებს მონიტორინგს მათ შესრულებას. კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური ერთი წლის წინ აცხადებდა, "თავისუფალ არჩევნებს ვერ უზრუნველყოფ მხოლოდ იმით, რომ ჰალსტუხებს გავიკეთებთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დავხსდებით".
   
20 ივლისი 2012
სააკაშვილს უნდა, რომ მისი კონკურენტები ქცევის კოდექსს დაეთანხმონ
მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ ის ბოროტად იყენებს საქართველოს სამართლებრივ სისტემას მისი პარტიის კამპანიისთვის ხელის შეშლის მიზნით, მას შემდეგ რაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს მთელი რიგ არასასურუველ გადაწყვეტილებებს, ოპოზიციონერი აქტივისტების დაპატიმრებებსა და მისი მეუღლის ტელევიზიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
   
19 ივლისი 2012
წინასაარჩევნო კამპანია დედაქალაქიდან რეგიონებში ინაცვლებს
იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა, ზოგიერთი შეფასებით 30%-ს აჭარბებს (ოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი 15,1%), საქართველოს მოქალაქეების ინტერესი ცხოვრების ხარისხის ისეთი ძირითადი ასექტების მიმართ, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, უფრო აქტუალურია, ვიდრე საარჩევნო პროცესის სამართლიანი მიმდინარეობით წუხილი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ვაშინგტონის არასამთავრობო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ივნისის ანგარიშის ავტორები. NDI 2012 წლის არჩევნების მონიტორინგს ატარებს.
   
18 ივლისი 2012
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი კახა კალაძე პოლიტიკურ სცენაზე გადის
იტალიის "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს. "ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე, რადგან ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს", – ამბობს კალაძე.
   
17 ივლისი 2012
მართლაც განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში
"სააკაშვილს უფლება აქვს მძევლად ჰყავდეს ქართველი ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს მოსწონს მისი საგარეო პოლიტიკა? და ბინძური მეთოდებით თავგზას უბნევდეს ამომრჩეველს ივანიშვილის სავარუდო კავშირებით რუსეთთან, ზუსტად ისევე, როგორც პუტინი აქეზებდა საკუთარ ამომრჩეველს საქართველოსთან კონფლიქტისას? რას ნიშნავს ეს ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის? ან სააკაშვილის ფლირტი ირანთან როგორ შეესაბამება მის განცხადებებს ერთგულებაზე?"
   
16 ივლისი 2012
ქართული პოლიტიკა: მოსისხლე მტრობა
ივანიშვილის პოლიტიკურმა გამოღვიძებამ ქართველი ამომრჩევლებიც გამოაღვიძა. უზარმაზარი, მშვიდობიანი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც შორსაა იმ ყველაფრისგან, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა. კვლევები ცხადყოფს, რომ დღეს გაცილებით მეტი ქართველი (75%) გეგმავს ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ამას შარშან სექტმბერში (51%) აპირებდა. და პოლიტიკური დებატები დიდწილად ფოკუსირებულია ისეთ პრობლემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია რიგითი ქართველებისთვის და არამხოლოდ პერსონალიებისთვის.
   
15 ივლისი 2012
იუსტიციის სახლი, მარგალიტი საქართველოს გვირგვინში
საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო-მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ.
   
15 ივლისი 2012
ქართველი მილიარდერისთვის ჩამორთმეულ აქტივებზე ზედამხედველი მენეჯერი
ქართულმა სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამორთმეულ აქტივებზე ზედამხედველი მენეჯერი ხუთშაბათს დანიშნა, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობისა და ოპოზიციის კონფრონტაციაში უკანასკნელ გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. 56 წლის ივანიშვილმა, ვისი ქონებაც ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 6,4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, კავკასიის სახელმწიფოში, 4,5 მილიონიანი მოსახლეობით, „ქართული ოცნების“ კოალიციაში გააერთიანა სხვადასხავა ოპოზიციური პარტიები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობისა, რომელიც ჯერ კიდევ ლიდერობს საზოგადოებრივ კვლევებში.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია