მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია - 09 მარტი 2013

პრეამბულა

წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები

ა) ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინ-ციპებს, რომელებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფა-სეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს, აღიარებენ თავისუფლების, სა-მართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად,  

ბ) აღიარებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველ-თაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღ-ნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით,      

გ) ადასტურებენ რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათაAუნივერსალურობას, გა-ნუყოფლობას, ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთკავშირს, ასევე შეზღუდული  შესაძ-ლებლობის მქონე პირთათვის ამ უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის უზრუნ-ველყოფის საჭიროებას,

დ) შეგვახსენებენ რა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო  პაქტს, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას, წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და  ღირსე-ბის შემლახველი მოპყრობისა და დასჯის საწინააღმდეგო კონვენციას, ბავშვთა უფლებების კონ-ვენციას, მიგრანტი მომუშავეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას,

ე) აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არის დინამიური ცნება და წარმოადგენს ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებს, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და გარემო ბარიე-რების ურთიერთქმედების შედეგს, რაც აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ თანაბარ, სრულყოფილ და ეფექტურ მონაწილეობას,

ვ) აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ მსოფლიო სამოქმედო პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით გათვალისწინებული პრინციპებისა და პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებების მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაძლებლობათა შემდგომ გათანაბრებზე მიმართული პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და ღონისძიებათა ხელშეწყობის, ფორმულირებისა და შეფასებისათვის,

ზ) ხაზგასმით აღნიშნავენ რა შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემატიკის, როგორც მდგრადი განვითარების შესაბამისი სტრატეგიების შემადგენელი ნაწილის აქტუალიზაციის მნიშვნელობას,

თ) აგრეთვე აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაცია არის ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი ღირსების დარღვევა,

ი) აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობას,

კ) აღიარებენ რა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ,

ლ) გამოხატავენ რა წუხილს, რომ მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტებისა და მცდელობებისა, შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირები მსოფლიოს ყველა კუთხეში კვლავ აწყდებიან ბა-რიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულუფლებიან წევრებად მონაწილეობის მცდელობაში და მათი უფლებები ხშირად ირღვევა,

მ) აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში,

ნ) აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამჟამინდელ და პოტენციურ წვლილს საზოგადოების საერთო კეთილდღეობასა და მრავალფეროვნებაში, ასევე იმ გარემოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თა-ვისუფლებათა რეალიზებისა და სრული მონაწილეობის ხელშეწყობა მათში განამტკიცებს მი-კუთვნების შეგრძნებას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების ადამიანურ, სო-ციალურ, ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას,   

ო) აღიარებენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის საკუთარი თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალების მნიშვნელობას,

პ) ითვალისწინებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ქონდეთ შესაძ-ლებლობა აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილე-ბის მიღების პროცესში, მათ შორის უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმარ-თებაში,

ჟ) შეშფოთებას გამოხატავენ იმ სიძნელეების გამო, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან მათი სხვადასხვა და დამძიმებული ფორმებით დისკრიმინაციისას რასობრივი, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა მოსაზრებების საფუძველზე, ეროვ-ნული, ეთნიკური, ავტოქთონური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების, ასაკის თუ სხვა სტატუსის გამო,    

რ) აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები გაცილებით ხშირად ექცევიან ძალადობის, ფიზიკური ხელყოფისა და შეურაცხყოფის, უარყოფისა და უპა-ტივცემულო დამოკიდებულების, ცუდი მოპყრობისა და ექსპლუატაციის რისკის ქვეშ, როგორც საკუთარ ოჯახში, ასევე მის გარეთ,   

ს) აღიარებენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სხვა ბავშვების თანასწო-რად უნდა სარგებლობდნენ ადამიანის უფლებათა და  ძირითად თავისუფლებათა სრული რეა-ლიზების შესაძლებლობით, გვახსენებენ რა ამასთან მიმართებაში ბავშვთა უფლებების კონვენ-ციის მონაწილე  სახელმწიფოების მიერ ნაკისრ ვალდებულებებს,

ტ) ხაზგასმით აღნიშნავენ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფ-ლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზების ხელშეწყობაზე მიმართულ  ყველა წამოწყებაში გენდერული ასპექტების გათვალისწინების აუცილებლობას,

უ) ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბეში და ამასთან მიმართებაში აღიარებენ  შეზღუდული შესაძლებლობის მქო-ნე პირებზე სიღარიბის ნეგატიური გავლენის დაძლევის აუცილებლობას,  

ფ) მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყა-ლიბებული მიზნებისა და პრინციპების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვაზე მიმართული შე-საბამისი აქტების სრულ პატივისცემაზე  დამყარებული მშვიდობიანი და უსაფრთხო ვითარება წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრული დაცვის აუცილებელ პირობას, განსაკუთრებით შეიარაღებული კოფლიქტებისა და უცხოური ოკუპაციის დროს,   

ქ) აღიარებენ რა ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს, ჯანდაცვის, განათლების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის მნიშვნელობას შეზღუდუ-ლი შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისულებათა სრული რეალიზებისათვის,   

ღ) აცნობიერებენ რა, რომ ყოველი პიროვნება, სხვა პირებისა და საზოგადოების მიმართ არსებუ-ლი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უნდა იღწვოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქარტიით აღიარებული უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის,

ყ) გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივ და უმთავრეს ერთეულს, რომელიც დაცული უნდა იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან და რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები უნდა იღებდნენ აუცილებელ დაცვასა და დახმარებას, რაც საშუალებას მისცემს ოჯახებს თავიანთი წვლილი შეიტანონ შეზ-ღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულ რეალიზებაში,    

შ) გამოთქვამენ რა რწმენას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვის ყოვლისმომცველი და საყოველთაო საერთაშორისო კონვენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასასურველი სოციალური მდგომარეობის დაძლევისა და სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულ-ტურულ სფეროებში მათი თანაბარი შესაძლებლობების პირობებში მონაწილეობაში, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მიზანი

   წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.

 

   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა შეაფერხოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა. 

მუხლი 2

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

კომუნიკაცია” – მოიცავს ენებს, ტექსტის გაფორმებას, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილი შრიფტით ბეჭდვას, მისაწვდომ მულტიმედიურ საშუალებებს, ისევე როგორც ბეჭდვით მასალებს, აუდიო საშუალებებს, ჩვეულებრივ მეტყველებას, მკითხველებს, გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, ხერხებსა და ფორმატებს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლო-გიების ჩათვლით.  

ენა მოიცავს სალაპარაკო და ჟესტების ენას, ასევე სხვა, არა სასაუბრო ენების გამოყენებას.

დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე” – გულისხმობს შეზღუდული შე-საძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ ნებისმიერ განსხვავებას, გარიყვას ან აკრძალვას,  რომლის მიზანს ან შედეგს წარმოადგენს აღიარების, თანაბარი უფლებებისა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და ნებისმიერ სხვა სფეროში მათ მიერ ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზების მინიმუმამდე დაყვანა ან სრული უარყოფა; იგი მო-იცავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის უარს გონივრულ მისადაგებაზე.

 გონივრული მისადაგება” – გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.

 უნივერსალური დიზაინიგულისხმობს პროდუქტის, გარემოს, პროგრამებისა და მომსახუ-რების ისეთ დიზაინს, რომელიც ყველა ადამიანის აძლევს მისი მაქსიმალური გამოყენების სა-შუალებას, ადაპტაციისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების აუცილებლობის გარეშე. “უნი-ვერსალური დიზაინიარ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების გამოყენებას.

მუხლი 3

ზოგადი პრინციპები

წინამდებარე კონვენციის პრინციპებია:

a.   ადმიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით;

b.   დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

g.   სრულყოფილი ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოებაში;

d.   პატივისცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობისადმი;  მათი აღიარება ადამიანთა შორის არსებული განსხვავებულობის შემადგენელ ნაწილად.

   .  თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

   .  მისაწვდომობა;

   . ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა;

   .  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობის განვითარებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა.

მუხლი 4

ზოგადი ვალდებულებები

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუ-დული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფ-ლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყო-ველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით მონაწილე ქვეყნები ვალდებულებას იღებენ:

 

() მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფისათვის;

() მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ყველა დისკრიმინაციული კანონის, დადგენილების, წესის, ტრადიციის  შესაცვლელად ან გასაუქმებლად;

() ყველა პოლიტიკასა და პროგრამაში გათვალისწინებული იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა;

() თავი შეიკავონ ყველა იმ აქტივობისა და მეთოდებისაგან, რომელიც ეწინააღმდეგება წინამ-დებარე კონვენციას; უზრუნველყონ სახელმწიფო სტრუქტურებისა და დაწესებულებების წინამ-დებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მოქმდება.

 

() მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ყველა კერძო პირის, ორგანიზაციისა ან კერძო საწარმოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ნებისმიერი სახის დისკრი-მინაციის აღმოსაფხვრელად;

()  განახორციელონ ან ხელი შეუწყონ წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული, ისეთი სახის უნივერსალური დიზაინის მქონე პროდუქტის, მომსახურების, დანადგარებისა და მოწყობილობების კვლევა-გამოგონებით საქმიანობას, რომელთა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგება მინიმალურ ადაპტაციასა და თანხებს მო-ითხოვს; ხელი შეუწყონ მათ გამოყენებასა და მისაწვდომობას, სტანდარტებისა და სახელ-მძღვანელოების შექმნაში უნივერსალური დიზაინის იდეის გატარებას.

() განახორციელონ ან ხელი შეუწყონ კვლევით და გამოგონებით საქმიანობას, ასევე ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე გათ-ვლილი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მობილურობის ხელშემწყობი, დამ-ხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობასა და გამოყენებას; ამასთანავე უპრა-ტესობა მიანიჭონ მაქსიმალურად მისაწვდომი ფასის მქონე ტექნოლოგიებს.

() შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიაწოდონ ინფორმაცია მობილურობის ხელშემ-წყობი და სხვა დამხმარე ტექნოლოგიებისა და საშუალებების, მათ შორის ახალი ტექნოლოგიე-ბის შესახებ; მიაწოდონ ინფორმაცია სხვა სახის დახმარების, დამხმარე მომსახურებისა და საშუ-ალებების შესახებ.

() ხელი შეუწყონ პროფესიონალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშა-ვე პერსონალის განათლებას წინამდებარე კონვენციაში წარმოდგენილი უფლებების საკითხებზე, რათა უზრუნველყონ ამ უფლებებით გარანტირებული დახმარებისა და მომსახურების უკეთესი უზრუნველყოფა.

 

2. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებით ყველა მონაწილე სა-ხელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისა და სა -ჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, მიიღოს ყველა ზომა აღ-ნიშნულ უფლებათა სრული დაცვის სისტემატიური, პროგრესირებადი უზრუნველყოფისათვის, წინამდებარე კონვენციაში ფორმულირებული იმ ვალდებულებების გარდა, რომელთა დაუყოვ-ნებლივ შესრულებას ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლი.

 

3. კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ და აქტიურად ჩართავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საშუალებით.     

 

4. წინამდებარე კონვენცია ვერ ახდენს გავლენას იმ დებულებებზე, რომლებიც გაცილებით ქმე-დითად უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებას და შესაძლოა წარმოადგენდნენ მონაწილე სახელმწიფოს, ან მის ტერიტორიაზე მოქმედი საერ-თაშორისო  კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს. დაუშვებელია, კონვენციის მონაწილე ნების-მიერ სახელმწიფოში კანონით, კონვენციით, წესებითა და ტრადიციებით აღიარებული და მოქმე-დი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ნებისმიერი სახის შეზღუდვა ან აკ-რძალვა იმ საბაბით, რომ წინამდებარე კონვენცია არ ითვალისწინებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს ამ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

 

5. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი ფედერალური სახელმწიფოს ყველა შემადგენელ ერთეულში, ყოველგვარი შეზღუდვისა და გამონაკლისის გარეშე.

 

მუხლი 5

თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ  ყოველი პიროვნება თანასწორია კანონის წინაშე და კანონის ძალით; ყველას ერთნაირად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება იყოს დაცული და ისარგებლოს კანონით,

2. მონაწილე სახელმწიფოები კრძალავენ შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენე-ბულ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანა-ბარ და ეფექტურ იურიდიულ დაცვას ყოველგვარი დისაკრიმინაციისაგან.

3. თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგების უზრუნველყოფი-სათვის.    

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფაქტობრივი თანასწორუფლებიანობის მიღწევი-სა და დაჩქარებისათვის მიღებული კონკრეტული ზომები, წინამდებარე კონვენციით არ განიხი-ლება როგორც დისკრიმინაცია.

მუხლი 6

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები

1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ამასთან დაკავშირებით იღებენ ზომებს მათი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრული და თანაბარი უზ-რუნველყოფისათვის;

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი გან-ვითარების, წინსვლის, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა გარანტირებისათვის.  

მუხლი 7

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზე-ბისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირ-ველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის უზენაესი ინტერესები.

3. მონაწილე სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სხვა ბავ-შვების თანასწორად უნდა უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მათი ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით; აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნან  შეზღუდულობისა და ასაკის შესაბამისი დახმარებით.

მუხლი 8

ცნობიერების ამაღლება

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიიღონ გადაუდებელი, ეფექტური და შე-საბამისი ზომები, რათა:

() აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება, მათ შორის ოჯახის დონეზე, შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე პირებთან მიმართებაში; ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ-თა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას.  

() ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, ცხოვრების სხვადა-სხვა სფეროში,  მათ შორის სქესსა და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს, ცრურწმენებსა და ზიანის მომტან ჩვევებს.   

() პოპულარიზაცია გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალსა და წვლილს.

2. ამ მიზნით მიღებული ზომები მოიცავს:

() საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ეფექტური კამპანიის ინიცირება და განხორციე-ლება, რომლის მიზანია:

()  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივიცემის გრძნობის ჩამო-ყალიბება;

(იი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში პოზიტიური განწყობისა და გააზრებული სოციალური ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

(იიი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარ-ჩვევების, ღირსებებისა და შესაძლებ-ლობების, ასევე სამუშაო ადგილებსა და შრომით ბაზარზე მათი წვლილის აღიარების ხელ-შეწყობა;  

() განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებში, შეზღუდუ-ლი შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

() მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობაში მყოფი სახის წარმოსაჩენად.

() შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ უფლებებთან დაკავშირებული სა-განმანათლებლო-აღმზრდელობითი პროგრამების პოპულარიზაცია.

მუხლი 9

მისაწვდომობა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყვე-ლა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მი-იღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორ-მაციისა და კომუნიკაცის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მი-წვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ზომები, რომელიც მოი-ცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენააღმოფხვრას, შეეხება:   

() შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს;

() ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს;  

2. მონაწილე სახელმწიფოები ასვე იღებენ ზომებს, რათა:

()  შეიმუშაონ,  დანერგონ და მონიტორინგი გაუწიონ მოსახლეობისათვის ღია ობიექტებსა და სამსახურებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტებისა და სახელმძღვანელო ორიენტირების რეალიზებას;

() უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ობიქტებისა და მომსახურების ყველა კერძო საწარ-მოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ყველა ასპექტის გათ-ვალისწინება;

() უზრუნველყონ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილე ყველა პირისათვის ტრენინგების ჩა-ტარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის საკითხებზე;   

() უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ყველა შენობასა და სხვა ობიექტებში, აბრების ბრა-ილის ნიშნებით, მარტივად წასაკითხი და გასაგები სახით გამოსახვა; 

() მოსახლეობისათვის ღია ობიექტებისა და სამსახურების მისაწვდომობისათვის, უზრუნველყონ ისეთი დამხმარე პერსონალის ან ცხოველების, ასევე მედიატორთა დახმარება, როგორიცაა თან-მხლები პირი, წამკითხველი, პროფესიონალი სურდო-თარჯიმანი;

() შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის მისწვდომობის უზრუნველ-საყოფად განავითარონ დახმარების სხვა შესაბამისი ფორმები;

() ხელი შეწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ახალი ინფორმაციის, სა-კომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, მათ შორის ინტერნეტის მისაწვდომობას;    

() საწყის ეტაპზევე უზრუნველყონ მისაწვდომი ინფორმაციის, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები-სა და სისტემების დაგეგმვა, განვითარება, წარმოება და გავრცელება, ამ ტექნოლოგიებითა და სისტემებით მინიმალური დანახარჯებით სარგებლობა.

მუხლი 10

სიცოცხლის უფლება

მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება და იღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზ-ღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ამ უფლების ეფექტური და სხვებთან თანასწორი რეალიზება.

მუხლი 11

სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარული სიტუაციები 

მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმა-ნიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ  ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, სა-განგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით. 

 მუხლი 12

კანონის წინაშე თანასწორობა

1. მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდ-ნენ ისინი.    

2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლება-უნარიანობას სხვებთან თანასწორად,  ცხოვრების ყველა სფეროში.

3. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება დას-ჭირდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის.

4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ  გა-რანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურ-ვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუ-კიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული.               

 5. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქ-მეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწ-ვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირე-ბისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.        

მუხლი 13

მართლმსაჯულების მისაწვდომობა

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდა-პირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთაწარმოების სხვა საწყისი საფეხუ-რების ჩათვლით.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ეფექტური მისაწვდო-მობის უზრუნველყოფისათვის, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ სამართლის ადმინის-ტრირების სფეროში მომუშავე, მათ შორის პოლიციისა და ციხის პერსონალის შესაბამის განათლებას.

მუხლი 14

პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება

1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პი-რებმა სხვებთან თანასწორობის საფუძველზე:

() ისარგებლონ პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებით;

() არ აღეკვეთოთ თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად; თავისუფლების ნებისმიერი აღ-კვეთა უნდა მოხდეს კანონის დაცვით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობა არანაირ შემთხვე-ვაში არ უნდა გახდეს თავისუფლების აღკვეთის მიზეზი.      

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, მო-ნაწილე სახელმწიფოები მათ უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამარ-თლით გათვალისწინებული თანაბარი გარანტიებით და მათდამი მოპყრობაში გამოიყენებენ წი-ნამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრინციპებს, გონივრული მისადაგების უზრუნ-ველყოფის ჩათვლით.    

მუხლი 15

წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლება

1. არავინ არ უნდა გახდეს წამების, სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის მსხვერპლი. კერძოდ, არავიზე არ უნდა ჩატარდეს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპე-რიმენტი მისი ნებაყოფილობითი თანხმობის გარეშე.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა ეფექტური საკანონმდებლო, ადმინისტრა-ციული, იურიდიული და სხვა ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯე-ლისაგან, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.  

მუხლი 16

ექსპლუატაციის,  ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან თავისუფლება

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოცი-ალურ, საგანმანათლებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურახცყოფისაგან, მათ შორის სქესობ-რივი დისრიმინაციის ჩათვლით, როგორც შინ, ასევე გარეთ.  

2. მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ექს-პლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ყველა ფორმის პრევენცია. კერძოდ, უზრუნ-ველყოფილი უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელების დახმარება და მხარდაჭერა ასაკისა და სქესის გათვალისწინებით, მათ შორის ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და გახმაურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და განათლების ჩათვლით. მონაწილე სა-ხელმწიფოები უზრუნველყოფენ დაცვის სამსახურების მიერ ასაკის, სქესის და შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებას.

3. ნებისმიერი სახის ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზ-ნით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისათვის შექმნილი ყველა პროგრამისა და მოწყობილობის ეფექტურ მონიტორინგს დამოუკიდებელი უწყებების მიერ.