მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნაციონალებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების კუთვნილი მილიონი ლარი მიითვისეს? - 23 მაისი 2014

საქველმოქმედო ვახშმის ორგანიზატორი ბრალდებებს პასუხობს            

myrights.ge

არასამთავრობო ორგანიზაციაახალგაზრდა ადვოკატებისგანცხადებით, „აგვისტოს 5 დღისპრემიერის შემდგომ საქველმოქმედო ვახშამზე შემოსული ერთი მილიონი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს არ მიუღიათ. ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად არ დადასტურდა საქველმოქმედო ვახშმის ორგანიზატორისა და მასპინძლის, საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმად, მათ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების სრული სია შეადგინეს. სიაში 400-მდე ოჯახია, რომელთაგან თითოეული, შემოსული თანხიდან, ერთჯერადად, 2 500 ლარს მიიღებდა. არ დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი _ საქართველოს ბიზნესასოციაციასა და საქველმოქმედო ღონისძიებასთან რაიმე ფორმით არ უთანამშრომლიათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს, როგორც ეს ითქვა.

ახალგაზრდა ადვოკატებმამონიტორინგის პროცესში, საქართველოს ბიზნესასოციაციისგან შეიტყვეს, თითქოს მათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიიღეს აგვისტოს ომში დაღუპულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა ოჯახების საკონტაქტო მონაცემები, საქველმოქმედო ვახშმის ფარგლებში შეგროვილი თანხით კი დაიფარა ღონისძიების ორგანიზების ხარჯები და ერთი მილიონი ლარი სრულად განაწილდა ომში დაღუპულთა ოჯახებზე _ მათ კუთვნილი თანხა ჩაერიცხათ საბანკო ანგარიშებზე. ორგანიზაცია გაუმჭვირვალეს უწოდებს პროცესს, რა დროსაც, საქართველოს ბიზნესასოციაციას ერთი მილიონი ლარი, თანასწორუფლებიანად უნდა გადაეცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოთხასამდე ოჯახისთვის:

შესაბამისად, უცნობია, რეალურად რომელმა და რამდენმა ოჯახმა მიიღო დახმარება, რა ოდენობის თანხა გაიცა, ვინ იყო პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი და რატომ აკეთებენ საქართველოს სამინისტროები და ბიზნესასოციაცია საკითხთან დაკავშირებით შეუსაბამო შეფასებებს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომაგვისტოს 5 დღისპრემიერის შემდგომ საქველმოქმედო ვახშამი, საქართველოს ბიზნესასოციაციის ინიციატივის ნაცვლად, ხელისუფლების ღონისძიება გახლდათ, საიდანაც შემოსული თანხა, ადგილნაცვალი პირების დახმარების მაგივრად, საღამოს საორგანიზაციო საკითხებს, მთლიანობაში კი ყოფილი მმართველი პარტიის ინტერესებს მოხმარდა“.

ახალგაზრდა ადვოკატებისაქართველოს ბიზნესასოციაციას რეკომენდაციით მიმართავს, გამჭვირვალე გახადოსაგვისტოს 5 დღისპრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის განკარგვის დანიშნულება და მიზნობრიობა; ასოციაციამ ფაქტობრივი მტკიცებულებით დაადასტუროსაგვისტოს 5 დღისპრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის მიმღები 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულთა 400-მდე ოჯახის ნამდვილობა; გამოაქვეყნოსაგვისტოს 5 დღისპრემიერის შემდეგ გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხის მიმღებთა გეოგრაფიული არეალი და შერჩევის წესი;

ვერსიისკითხვაზე, მიიღეს თუ არა შესაბამისი საჯარო განმარტებები ბიზნესასოციაციისგან, ,,ახალგაზრდა ადვოკატები’‘ აცხადებენ, რომ დღემდე პასუხი არ მიუღიათ. ასოციაციამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას.

ვერსიასაქართველოს ბიზნესასოციაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მარიკა სპასიაშვილის პასუხი ასეთია: „ამ საკითხზე კომენტარს საერთოდ არ ვაკეთებთ. რთული არაა და ყველას შეუძლია აგვისტოს ომში დაღუპულების სია მოიძიოს და გადაამოწმოს, მიიღეს თუ არა ეს თანხა 2011 წელს. ხაზგასმით ვამბობ _ საუბარია აგვისტოს ომში დაღუპულების 400-მდე ოჯახზე, განურჩევლად იმისა, ვინ სად ცხოვრობს. სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სიებით ვიხელმძღვანელეთ. პროკურატურას უკვე მიმართეს და დაველოდებით გამოძიებას’‘.

,,ვერსია’‘ აღნიშნულ საკითხს თვალყურს მიადევნებს და როგორც კი შესაძლებელი გახდება, საზოგადოებას გამოძიების შედეგებსაც გააცნობს.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია