მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაუბრუნებს თუ არა სახელმწიფო ვალს კოოპერატიული ბინათმშნებლობით დაზარალებულებს - 27 მაისი 2014

მერაბ ბერიძე  

„ვერსია“

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრიერთობაფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისგან ითხოვს, გაარკვიოს, რამდენია კოოპერატიული ბინათმშენებლების წინაშე არსებული სახელმწიფოს საშინაო ვალი. საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია 2004 წლიდან არსებობს. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის #463 დადგენილებით, კომისიის წევრები შეიცვალნენ, კომისიას კი უფლებამოსილება 2014 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდა. 2014 წლის 27 იანვარს, მთავრობის #105 დადგენილებით, კომისიის წევრები ისევ შეიცვალნენ.    

ცენტრ ,,ერთობაში’‘ აცხადებენ, რომ 2004-დან 2012 წლამდე, ნაციონალური ხელისუფლების დროს, კომისიას კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა მიმართ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის დასათვლელად ერთი ქმედითი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, კომისიის სხდომა კი მხოლოდ 4-ჯერ ჩატარდა.

ლაშა გეგეჭკორი, „ერთობისმიმართულების კოორდინატორი: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 30 აპრილის განჩინებაში განმარტა, რომ სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტით, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული ვალი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია და ვალის დაფარვის წესის შემუშავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკისრია, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტთან უნდა შეათანხმოს, თუმცა უწყება სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიით აპელირებს და აცხადებს, რომ ვალის დათვლა მიმდინარეობს“.

ლაშა გეგეჭკორის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 8000-მდე ოჯახია დაზარალებული.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა უფლებების დაცვის წარმომადგენელი და საქმეზე მოსარჩელე ბესო საღარაძე ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალის შემსწავლელ კომისიას საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ აქვს:

ეს კომისია მხოლოდ სათათბირო ორგანოა, რომელმაც მთავრობასა და პარლამენტს რეკომენდაციებით უნდა მიმართოს. 1998 წელს მიღებულ სახელმწიფო ვალის შესახებ კანონში წერია, რომ ანაზღაურების წესის შემუშავების ვალდებულება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს აკისრია. 2012 წელს დაწყებული სასამართლო დავის პირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო, ფინანსთა სამინისტროს ამ ვალდებულების შესრულება დავალებოდა, უზენაესმა სასამართლომ კი ქვემდებარე სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. წელს, ამავე მოთხოვნით, დავა კვლავ დავიწყე. მოპასუხეებად ჩავრთე საქართველოს მთავრობა და პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი. მესამე პირად მოვითხოვე შიდავალის შემსწავლელი კომისიის ჩართვა. 24 თებერვალს, პირველ მოსამზადებელ სხდომაზე, მთავრობამ საკითხი დააყენა, მოპასუხეების სიიდან ამომრიცხეთ, არაფერ შუაში ვარო. სასწრაფოდ დავაყენე შემხვედრი შუამდგომლობა _ მთავრობა მესამე პირის სტატუსით ჩართულიყო და ასეც მოხდა. მთავრობამ სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა, სააპელაციომ მთავრობას მესამე პირის სტატუსი კი გაუუქმა, მაგრამ დამატებაში ჩაწერა, რომ წესის შემუშავების კანონიერი ვალდებულება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს აქვს. 3 მაისს მივიღე სააპელაციოს განჩინება _ საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა. განხილვა უნდა განახლდეს და მთავარი სხდომა ჩატარდეს, სადაც მოპასუხეებად დარჩნენ ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, მესამე პირად კი _ სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია’‘.

პირველ ინსტანციაში დავის მოგების შემთხვევაში, ბესო საღარაძე მოვლენების ორი ვარიანტით განვითარებას ელის: პირველიწაგებული მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს და ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდება, შეასრულოს ვალდებულება; მეორე _ პირველ ინსტანციაში მოგებულ დავას ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, სადაც მთავრობა პროცესს კვლავ წააგებს, რადგან, ბესო საღარაძის განმარტებით, მთავრობას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ვალდებულება არ შეასრულოს.

იმის გასარკვევად, რატომ არიდებს მთავრობა ვალდებულების შესრულებას თავს, ,,ვერსია’‘ ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. ნოდარ ხადურის უწყებიდან გაჭიანურებულ პრობლემასთან დაკავშირებით ასეთი განმარტება მივიღეთ:

ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის თაობაზე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის #108 დადგენილებით შექმნილმა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ, ყოფილ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, 2014 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი #6) მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ, შესაძლებლობის ფარგლებში მიაწოდონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ კომისიაში წარსადგენად შემდეგი ინფორმაცია: მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებსა და მასზე არსებულ შენობა- ნაგებობებზე, რომელთა მშენებლობაც დაიწყო და არ დასრულებულა კოოპერატიული ბინათმშენებლობის ფარგლებში; მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც კოოპერატიული ბინათმშენებლობა ჯერ არ დაწყებულა; ზემოაღნიშნული ქონების (მიწის/ შენობა- ნაგებობის), როგორც კანონიერი მესაკუთრეების, ასევე იმ პირთა შესახებ, რომლებსაც აღნიშნული ქონება არ აქვთ საკუთრებაში, თუმცა თვითნებურად ფლობენ მას. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ასევე ეთხოვათ, განახორციელონ აღნიშნული ქონების (მიწა/ შენობა- ნაგებობა) შეფასება/ ტექნიკური ექსპერტიზა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ შესრულდება სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის 48- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად (კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება) აღიარებული სავალო ვალდებულება“.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია