მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეუსრულებელი პუნქტები შრომით კანონმდებლობაში - 28 მაისი 2014

რატომ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები და დაიცავს თუ არა მათ შრომითი ინსპექცია?!

მერაბ ბერიძე

„ვერსია“

პროფესიული კავშირის გაერთიანების მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა. პროფკავშირები ქვეყანაში შრომის ინსპექციის გაუქმებას აპროტესტებენ და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გატარებას ითხოვენ. გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში არსებული ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია მუშაობის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს ამოწმებს და შრომითი რესურსის, სამუშაო პირობების შემოწმება არ ევალება. შრომის ინსპექციის შექმნას კი, პეტრიაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდი იმ მოტივით ეწინააღმდეგება, თითქოს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შექმნის მოთხოვნა ინვესტორებს დააფრთხობს.  „ვერსიაპროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას ესაუბრა.

ბატონო გოჩა, საქართველოში შრომითი რომელი უფლებები ირღვევა

შრომით კანონმდებლობაში შარშან პოზიტიური ცვლილებები შევიდა (სამუ-შაო დროსთან, შრომით კონტრაქტებთან, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან, მძიმე პირობებში მომუშავეებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით), მაგრამ ის რეა-ლურ ცხოვრებაში არ ტარდება _ კვლავ გამოიყენება მოკლევადიანი კონტრაქ-ტები სხვათა შორის, სახელმწიფო საწარმოებშიც, მაგალითად  საქართველოს ფოსტაში. ზეგანაკვეთური ანაზღაურება (40 საათიდან) არ რიგდება ისეთ სა-წარმოებში, როგორიცაა მაგალითად ,,საქართველოს რკინიგზა’‘, სადაც დაახ-ლოებით 13 ათასი კაცია დასაქმებული. ანალოგიური ვითარებაა კერძო საწარ-მოებში. მავნე, მძიმე პირობებში მომუშავეთათვის დაწესდა 10-დღიანი დამატე-ბითი, კალენდარულად ანაზღაურებადი შვებულება, რასაც ბევრი საწარმოს ხელმძღვანელობა არ ასრულებს. სადაც ორგანიზაცია გვაქვს, ვცდილობთ, ად-მინისტრაციას ეს მოთხოვნები გავატარებინოთ, თუმცა ყველგან მაინც ვერ ვაღწევთ მიზანს. მაგალითად, რკინიგზაში და ამ საკითხზე საკონსტიტუციო სა-სამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. პრობლემაა ასევე მუშებთან კო-ლექტიური მოლაპარაკებების გამართვა, პროფკავშირების შექმნის თავისუფლე-ბა.

ისეთი საკითხები თუ არსებობს, რაც თქვენი მოთხოვნის მიუხედავად, შრომით კანონმდებლობაში არ დაფიქსირდა

ქალთა შრომითი უფლებების კუთხით, არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა კანონში, მხოლოდ დეკრეტული შვებულება გახანგრძლივდა და ანაზღაურება 600-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. ეს შრომის საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს ჩამოუვარდება. ანაზღაურებადი შვებულების ოდენობა არ უნდა იყოს ხელფასის ორ მესამედზე ნაკლები, ჩვენთან კი მოჭრილი 1000 ლარით მთავრდება ყველაფერი. ეს არაა საკმარისი თანხა და ხშირად, ქალბა-ტონები, ხელფასი რომ არ დაკარგონ, იძულებულები არიან, მშობიარობიდან 1-2 კვირაში დაბრუნდნენ სამსახურში; ასევე არ არიან დაზღვეულნი, დეკრეტუ-ლი შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურიდან არ დაითხოვენ. მოვით-ხოვდით, საერთაშორისო სტანდარტი დაწესებულიყო და ქალბატონები ასეთი დისკრიმინაციისგან დაგვეცვა.   კიდევ ერთი პრობლემა _ ახალგაზრდების შრომასთან დაკავშირებით შრომით კანონმდებლობაში ძალიან ცოტა რამ წერია; მხოლოდ ერთი თავი ეძღვნება შრომით უსაფრთხოებას. წერია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო და დასაქმებულს სრულად აუნაზღაუროს ჯან-მრთელობისთვის მიყენებული ზარალი, რაც რთულად განსახორციელებელია _ ერთადერთი მექანიზმი სასამართლოა _ კომპენსაციის მისაღებად დაზარალე-ბულმა დამსაქმებელს სასამართლოში უნდა უჩივლოს და ვინ იცის, როდის დასრულდება ეს ძვირადღირებული პროცესი, არადა ევროპის ქვეყნებში არსე-ბობს შრომის უსაფრთხოების, უბედური საწარმოო შემთხვევის დაზღვევა, რო-მელიც დასაქმებულს ან მის ოჯახს კომპენსაციას ავტომატურად უხდისსერიოზული დარღვევაა შრომის ბაზრის ინსტიტუტების კუთხითაც. დღემდე არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც ნორმალურ ქვეყნებში შრომით უსაფ-რთხოებას აკონტროლებს. შრომის სამინისტრო ცდილობს, რაღაც გამოასწო-როს, მაგრამ ფაქტია, კოდექსში ცვლილებების შეტანიდან ერთი წელი გადის და ამ კუთხით საქმე ჯერ ვერ დაიძრა.  

შრომითი კოდექსის მოთხოვნები რატომ ვერ სრულდება, ან რა არის გამოსავალი?

მთავარი მიზეზი შრომის ინსპექციის არარსებობაა _ სწორედ ასეთი ინსპექ-ცია რეაგირებს დასაქმებულის ნებისმიერ სიგნალზე, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს ერთწლიანი ან უვადო ხელშეკრულების ნაცვლად 3-თვიანი გაუფორ-მეს თუ მძიმე პირობებში მომუშავეს, ანაზღაურებადი შვებულების 10 დღე არ დაუმატეს... შრომითი ინსპექცია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც შრომითი კანონმდებლობის ცხოვრებაში გატარებას უზრუნველყოფს

_ საქართველოში რატომ არ იქმნება შრომის ინსპექცია და ამ თემაზე მთავრობის პოზიცია თუ იცით?  

შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, ასეთი ინსპექცია შეიქ-მნას, მაგრამ წელიწადზე მეტია ამ საკითხს ეკონომიკის სამინისტრო ბლოკავს. ეკონომიკური გუნდი მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექციის შექმნა ინვესტორებს დააფრთხობს, არადა გვაქვს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, შვე-დეთის, აზიის ქვეყნების... მაგალითი _ სადაც ეს ინსპექცია ეფექტურად ფუნ-ქციონირებს და შრომის ბაზრის ინსტიტუტებიც კარგად მუშაობს, მეტი ინვეს-ტიცია შედის, რადგან თამაშის წესები განსაზღვრულია. ქვეყანაში ასეთი სის-ტემის არსებობა ცივილურობაზე მეტყველებს. მაისის დასაწყისში, სოციალური პარტნიორების პირველ სამმხრივ შეხვედრაზე ეს საკითხი დავსვით. პრემიერ-მინისტრმა ჩვენი მოსაზრება დადებითად შეაფასა, აღნიშნა, სამინისტრო ამ იდეაზე უკვე მუშაობს, საკითხი დაიძვრება და შესაძლოა, წლის ბოლოსთვის შრომის სახელმწიფო ინსპექცია შეიქმნას კიდეცო.    

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია