მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კახი კახიშვილი: ,,როცა პროცესი გამამართლებელი განაჩენით მთავრდება, ეს პროკურატურას არ ადარდებს!’‘ - 02 ივნისი 2014

დათა ახალაიას ექსტრადიციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალაიას აეკრძალა საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება და დაეკისრა ვალდებულება, სანამ საბერძნეთის სასამართლო მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კვირაში ერთხელ, პოლიციის შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს. სხვათა შორის, საბერძნეთის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა ახალაიას გირაოთი შეუცვალა, გირაოს თანხად კი 100 000 ევრო განისაზღვრა. ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ექსტრადიციის საკითხის განხილვა გაგრძელდება საბერძნეთის მხარისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ’‘, _ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. ექსპერტ კახა კახიშვილის შეფასებით, გაუგებარია, დათა ახალაიას საქმე ბურუსით მოცული რატომაა.  

დათა ახალაია საბერძნეთში რომ დააკავეს, ჩვენთვის ცნობილი პროკურატურის კი არა, მესამე პირების დახმარებით გახდა. გაუგებარია, რატომ არის დათა ახალაიას საქმე ბურუსითმოცული. ვიდრე მას აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული და საბერძნეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვს, საქართველოს პროკურატურამ შესაბამისი მასალები უნდა მიაწოდოს საბერძნეთის სასამართლოს, რათა სასამართლომ ექსტრადიციის საკითხი გადაწყვიტოს. როცა საექსტრადიციო საკითხი იხილება, პირველ რიგში, ის ქმედება დგინდება, რომლის გამოც პიროვნება პასუხისგებაშია მიცემული, იმ ქვეყანაში, სადაც პიროვნებაა დაკავებული, ისჯება თუ არა. შემდეგ, სასამართლო არკვევს, არის თუ არა დევნა პოლიტიკური ან სხვა მოტივით, რომლის შემდეგაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადაციის შესახებ. დათა ახალაიას ადვოკატები დაცვას პოლიტიკურ მოტივებზე ააგებენ _ წაიღებენ ბაჩო ახალაიას საქმესაც, რომელსაც დაემატება ნაციონალების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია, რომ ახალაია მათი სახე და ლიდერია. თუ მთავარი პროკურატურა საბერძნეთის სასამართლოს გაუგზავნის მყარ მასალებს, ექსტრადირების საკითხი გადაწყდება. ისე, შევნიშნე, როცა პროცესი გამამართლებელი განაჩენით მთავრდება, ეს პროკურატურას მაინცდამაინც არ ადარდებს’‘.

ბოლო ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი თანხის გადაუხდელობის გამო, ისევ საბერძნეთის საპატიმროში რჩება _ ახალაიას ოჯახმა 100 ათასი ევროს ერთ დღეში გადახდა, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, ვერ მოახერხა, ამიტომ დათა ახალია პატიმრობაში კიდევ სამ დღეს გაატარებს და, როგორც მისი ბერძენი ადვოკატი ალექსანდროს პაპასტეროპოლუსი ამბობს, ციხეს 2 ივნისს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დატოვებს.

შეგახსენებთ: დათა ახალიას სასამართლო პროცესიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მისმა ქართველმა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გააკეთა... დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე კვირის წინ დააკავეს _ ის საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას ყალბი საბუთებით ცდილობდა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორისაა .. ნავთლუღის სპეცოპერაციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია