მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების განთავსება სახელმწიფო დონის საკითხია და არა რომელიმე სამინისტროს პრეროგატივა’‘ - 11 ივნისი 2014

მერაბ ბერიძე

"ვერსია"

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ცნობილ განცხადებას, საქართველოში ნატო- ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განლაგების შესახებ, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. მინისტრის წინადადებამ თანაგუნდელებშიც კი კრიტიკა გამოიწვია. ექსპერტების ნაწილიც ქართულ მხარეს, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ვერსიასთანსაუბრისას, ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი, ალიკა ტალიური შემდეგ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას:

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად გამოხატული გლობალური დაპირისპირების ფორმა მიიღო, რაც ახალი პოლიტიკურ- სამხედრო და თავისთავად ეკონომიკური გავლენის გადანაწილებაში გამოიხატება. ეს მიანიშნებს, რომ მსოფლიო ცივი ომის ეპოქას უბრუნდება. რუსეთის წინააღმდეგ 21- საუკუნის გლობალური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ფონზე მიღებული სანქციები, წამგებიანი იქნება დასავლეთისთვისაც. ისტორიულად, ეკონომიკური სანქციების ინსტიტუტი 1920 წლიდან არსებობს, 1960 - იანი წლებიდან კი ამოქმედდა ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა ირანი, ტანზანია, ზიმბაბვე, სამხრეთ აფრიკა, სსრკ, ერაყი, ინდოეთი და ჩინეთი. ამ სანქციებს განსაკუთრებული ზეგავლენა არასოდეს მოუხდენია გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე. ეს დასავლეთმაც იცის და რეალისტურად აფასებს, რა შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ესკალაციას მსოფლიოსთვის.

ეს დაპირისპირება თავიდან ატომურ ელემენტსაც კი იძენდახმელთაშუა თუ შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული საზღვაო სტრატეგიული საშუალებების გამოჩენამ, ხოლო რუსეთის სათანადო რეაგირებამ და იმის შეხსენებამ, რომ იგი ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ რჩება ატომური არსენალის მფლობელობით, მსოფლიოს ატომური ომის საფრთხე შეახსენა. ამან გამოაფხიზლა ყველა და მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსებიც. სიფხიზლემ იმარჯვა, მაგრამ სამხედრო ესკალაციამ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შეიარაღებული კონფლიქტის ფორმა მიიღო, თუმცა პრორუსულად განწყობილი ძალების არაადეკვატური შეიარაღება რომ არა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის მოწმეები გავმხდარიყავით. ამის გამორიცხვა არც შეიძლება, რადგან ანალოგიურ შემთხვევებში, სუსტის მხარეს ყოველთვის ჩნდება უხილავი ძალა, რომელიც მზადაა, ძალთა დასაბალანსებლად, უსასყიდლოდ გადასცეს საბრძოლო საშუალებები.

კონფლიქტში ვითარებას უკიდურესად ართულებს მძიმე შეიარაღებისა და ტექნიკის, განსაკუთრებით კი რეაქტიული სისტემების _ „გრადისადაურაგანისტიპის საშუალებების გამოჩენა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, უკრაინას გადაწყვეტილი ჰქონდეს, დონეცკი ან ლუგანსკიგროზნო- 2“-ად გადააქციოს. მიმდინარე პროცესები გავლენას კავკასიის რეგიონსა და საქართველოზეც ახდენს. თავდაცვის მინისტრის მიერ გახმოვანებული იდეა, ცვლის ძალთა ბალანსს კავკასიის რეგიონში და სათანადო რეაგირებას გამოიწვევს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით, ამ სისტემების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა უძღვოდეს სერიოზული მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის, საინჟინრო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რადგან ამ კომპლექსების განთავსება და საბრძოლო მორიგეობა დამოკიდებულია ამ კომპონენტების სათანადო განლაგებასა და გამართულ სინქრონულ მუშაობაზე. ასეთი დონის რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების გამოყენება- განთავსება სტრატეგიული, სახელმწიფო დონის საკითხია და არა ერთი რომელიმე სამინისტროს პრეროგატივა“. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია