მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვის რა შანსი აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 11 ივნისი 2014

მერაბ ბერიძე

"ვერსია" 

წინასაარჩევნო პროცესი ფინიშის ხაზს უახლოვდება. 15 ივნისი აჩვენებს, რამდენად მოახერხებს კოალიციაქართული ოცნებამოსახლეობის ნდობის მანდატის ღირსეულად ტარებას. თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ოპონენტის სტატუსის შენარჩუნებისთვის იბრძვის. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ გარკვეული შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას, ლეიბორისტებს... საბოლოო არჩევანი მოსახლეობაზეა, რომელიც, როგორც წესი, ადგილობრივ კენჭისყრაზე დიდი აქტივობით არასოდეს გამოირჩეოდა. ამჯერად თუ შეიცვლება ამ მხრივ რამე და რა შედეგებს უნდა ველოდეთ 15 ივნისს? „ვერსიაპოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.      

_ ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებზე, ამომრჩეველს სიჭარბე არ სჩვევია. ვეთანხმები ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების’‘ შესაძლებლობების პესიმისტური ანალიზი ნაადრევია _ მას ჯერ კიდევ აქვს რეიტინგი, ამომრჩეველი მოიზიდოს და თავის მხარეზე დააყენოს. რესურსი აქვს, მაგრამ შეძლებს ამას? _ როგორც წესი, ოპოზიცია უფრო აქტიურია ხოლმე საზოგადოების მობილიზებაში, ვიდრე ხელისუფლება.            

_ აკეთებს თუ არა ამომრჩევლის მობილიზებისთვისქართული ოცნებამაქსიმუმს?            

_ ელექტორატის მობილიზაციის ხარისხი არჩევნებზე გამოჩნდება.         

_ წამყვან ოპოზიციურ ძალებს რა შანსი აქვთ?         

_ არასაპარლამენტო ოპოზიციას მთლიანობაში საკმაოდ დიდი შანსი აქვს, მათ შორის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებასაც. ნაციონალები ალბათ ენერგიულად იბრძოლე ბენ, მათ იციან პოლიტიკური ბრძოლის ეს ნიუანსები, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება იმდენად კრიტიკულია მათ მიმართ, მეეჭვება, ბრძოლამ სასურველი შედეგი მოუტანოსმეორე ადგილი, ძირითადი პოლიტიკური ოპონენტის სტატუსი. იმის მიუხედავად, რომ არსებული რეიტინგები, ჯერჯერობით, ამ მოსაზრების საფუძველს არ იძლევა, მაინც მგონია, მოსახლეობა უფრო მეტად კრიტიკული იქნება ნაციონალური მოძრაობის მიმართ. კუკავა- მემარჯვენეები და ლეიბორისტები საინტერესო პოლიტიკური ძალებია და მხოლოდ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ისინი შედეგიანები იქნებიან. იმედს იმიტომ ვახსენებ, რომ იგივე რეიტინგებში და ბოლო პერიოდის რომელიმე არჩევნებში მათ რაიმე მნიშვნელოვანი განაცხადი არ გაუკეთებიათ, არც საარჩევნო პოტენციალის თვალსაზრისით ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ მოცემული მომენტისთვის კარგ ფორმაში არიან. თუმცა ეს მსჯელობა შეიძლება არამართებული იყოს. არჩევნებს სიურპრიზები უყვარს

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია