მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ,,ჯავახკური’‘ საფრთხე - 23 ივნისი 2014

myrights.ge

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილი შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს. ამ კუთხით ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა განსაკუთრებულს არაფერს ელის, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს ჯავახეთის რეგიონში სომხურიჯავახკისაეჭვოდ გააქტიურდა.    

 _ რუსეთს, რასაკვირველია, არ აწყობს, მის საზღვრებთან ევროკავშირი და ნატო ასე ახლოს რომ მოდის, რადგან ამით უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს საბოლოოდ კარგავს, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა, ამ პროცესის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააწყობს. ერთადერთი, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, ისაა, რომ ორგანიზაციაჯავახკიძალიან ცუდად მუშაობს _ ჯავახეთის ავტონომიაზე საუბრობს და რუსეთს სთხოვს დახმარებას. თუ გახსოვთ, ამ რეგიონში რუსული პასპორტების დარიგებაც დაიწყეს, რაც ცუდისმომასწავებელია. სხვა მხრივ, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ რისკს ვერ ვხედავ, მით უმეტეს, გერმანიის საგარეო სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის 27 ივნისისთვის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ამ ფონზე, თვითონ რუსეთს უკრაინაშიც მდგომარეობა გაურთულდა და აშშ-ევროკავშირს გარკვეულ მარწუხებში ჰყავს, ამიტომ არ მგონია, სერიოზული რამ გაბედოს, მაგრამ ვიმეორებ: მეშინია, ,,ჯავახკმა’‘ არაფერი აურიოს. მოსკოვს სხვა გადამწყვეტი ბერკეტი არ აქვს არც გაერო- სა და არც ევროსაბჭო- ევროპარლამენტში.

_ ბატონო თენგიზ, მაინც რას მივიღებთ ასოცირების შეთანხმებით

_ უმთავრესია, რომ ევროპას ვუახლოვდებით _ ჩვენი საბოლოო მიზანი ხომ ევროატლანტიკური სივრცე, ნატო- სა და ევროკავშირში შესვლაა. ამ კუთხით, ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რასაკვირველია, ჯერ შორს ვართ და კვლავ ვერ ვაკმაყოფილებთ იმ პირობებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაა საჭირო, მაგრამ 27 ივნისი საბოლოო მიზანს მნიშვნელოვნად გვაახლოებს. ამ საკითხებში ღრმად ვარ ჩახედული და მიმაჩნია, რომ მინიმუმ, 5-7 წელი გვჭირდება, ყველა ის მოთხოვნა- სტანდარტი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. საქმე ისაა, რომ ამ ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ძლიერ მხარს ამერიკის შეერთებული შტატები გვიჭერს, მაგრამ ნატო- ში მიღების პრინციპული წინააღმდეგნი არიან საფრანგეთი და გერმანია, თუმცა ამბობენ, როცა საქართველო შესაბამის დონემდე მივა, გაწევრიანებას ხმას აუცილებლად მივცემთო. აგერ, ნატო- წევრი თურქეთი ოცდაათ წელზე მეტია იბრძვის, ევროკავშირში მიიღონ და უარს ეუბნებიან. ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე საფრანგეთია, ჩვენ ასეთი წინააღმდეგობა არ გვექნება, ოღონდ ის მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რასაც ბებერი კონტინენტი მოითხოვს. ესაა პოლიტიკურ- ეკონომიკური, იურიდიული ასპექტები _ დაახლოებით, 30-მდე საკითხია მოსაგვარებელი ყველა სფეროში. ისიც გავითვალისწინოთ, რომ პროცესები დაჩქარებულია, მათ შორის ეკონომიკაში, იურისპრუდენციაში მნიშვნელოვნად გამოსწორებულია მდგომარეობა.  

 

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია