მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,ოცნება’‘ ადმინისტრაციულ პატიმრობას 15-დღემდე ამცირებს - 07 ივლისი 2014

,,ნაციონალებმა 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იმის გამო შემოიღეს, რომ მათ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა მასობრივი ხასიათი მიიღო!’‘     

myrights.ge

ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დან 15 დღემდე მცირდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისა და მისი პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება 15 დღეზე მეტი იყოს. შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.    

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ადმინისტრაციული წესით 90-დღიანი პატიმრობა პროპორციულობის პრინციპს არ შეესაბამება, რასაც ადასტურებს ევროპული და სხვა განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღეს არ აღემატება. დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 90 დღემდე ვადით. ამავე დროს, სამართალდამცავი ვალდებული ხდება, ადმინისტრაციული დაკავებისთანავე, პირს დაკავების მიზეზი და მისი უფლებები განუმარტოს. დღეისთვის, სამართალდამრღვევი პირისთვის დაკავებისთანავე უფლებების განმარტების ვალდებულებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს და განმარტება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ეძლევა, დაკავებიდან ოქმის შედგენამდე კი, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, შეიძლება, საკმაოდ დიდი დრო გავიდეს.

ეს არღვევს პირის უფლებებს, რადგან დაკავებისთანავე უნდა იცოდეს დაკავების მიზეზი და გააჩნდეს ამომწურავი ინფორმაცია, რა უფლებები აქვს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში“, _ აღნიშნულია კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავებისას, დამკავებელი ვალდებული იქნება, პირს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და რა არის დაკავების საფუძველი; აქვს ადვოკატის აყვანის უფლება; თუ სურს, მისი დაკავებისა და ადგილსამყოფელის შესახებ აცნობებენ მის მიერ დასახელებულ ახლობელსა და ადმინისტრაციას (სამუშაოს ან სწავლის ადგილის მიხედვით). პროექტით, არასრულწლოვნის დაკავებისას, აუცილებლად, პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობებენ მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს. გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, დაუშვებელ მტკიცებულებად განისაზღვრება ის განცხადება, რომელსაც დაკავებული აღნიშნული განმარტების მიღებამდე გააკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღემდე შემცირებას მიესალმებიან. როგორც უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ძალიან სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას, რათა ადმინისტრაციული დარღვევა ადამიანზე ზემოქმედების ბერკეტი იყო. როგორც

ვერსიასთანსაუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციაყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვისდამფუძნებელი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, თავის დროზე, 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იმის გამო შემოიღეს, რომ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა მასობრივი სახე მიიღო. დღეს კი ამის საჭიროება აღარაა და ხელისუფლება ნორმალურ ვადებს აბრუნებს:

„15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იყო კომუნისტების დროს, შევარდნაძის პერიოდშიც, შემდეგ, ნაციონალებმა ჯერ 30-მდე გაზარდეს, მერე– 90-დღემდე. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობამ მასობრივი ფორმა მიიღო და ამდენ ხალხს ბრალს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ვერ წაუყენებდნენ, ამიტომ გზა გამონახეს, რათა .. სამართალდამრღვევები მასობრივად დაეკავებინათ, 15 დღე ეცოტავებოდათ და დაჭერილებს მეტი ვადით, .. კაპეზეში მძიმე პირობებში ამყოფებდნენ. დღეს კი, ამის საჭიროება, უბრალოდ, აღარა და საჭირო გახდა, ცივილურ, ნორმალურ ვადას ანუ 15 დღეს დაბრუნებოდა _ ასეა იმ ქვეყნებში, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება, თუმცა ისეთი ქვეყნებიცაა, სადაც ასეთი ტიპის პატიმრობა საერთოდ არ არსებობს. შესაძლოა, დასავლეთის მხრიდანაც იყო გარკვეული მინიშნება. საერთოდ, უცხოელების, განსაკუთრებით, ევროპელების მოთხოვნები ლიბერალიზაციისკენაა მიმართული, მათ შორის, სასჯელის გამოყენების თვალსაზრისით“.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია