მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელება საქართველოს ციხეებში 2003-2012 წლებში - 13 ნოემბერი 2014

myrights.ge

2014 წლის 4 ნოემბერს ფონდმა ღია საზოგადოება-საქართველომ და ციხეების კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევის შედეგები, რომელმაც შეისწავლა წამების და არაადამიანური მოპყრობის გავრცელება და მიზნები საქართველოს ციხეებში 2003-2012 წლებში. კვლევის პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც კვლევის სხვადასხვა კომპონენტს მართავდნენ. პრეზენტაციის მონაწილეებ შეფასებით მოცემული კვლევა არის საეტაპო დოკუმენტი, რომელიც მომავალში ციხეებში წამების პრევენციისთვის ამჟამად არსებულ დოკუმენტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია.

დოკუმენტის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა, შინაარსი ასეთიარესპონდენტთა მონათხრობი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკუთარი გამოცდილების შესახებ, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ციხეებში- სტატისტიკა, წამების მიზნები, შედეგები, წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები, ფაქტების ინტენსივობა, ფოტოვიდეო დოკუმენტირების მოტივაცია, სამედიცინო დახმარება, პატიმრების ურთიერთობა უფლებადამცველებთან და საჯაროობა, პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შეფასება პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით.

კვლევის ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა პატიმართა ზეპირი ისტორიების კრებული.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშილი: „ანგარიში, რომელიც წარმოვადგინეთ, არასამთავრობოებთან ერთად ორი წელია მზადდება. ცნობილი სკანდალის შემდეგ, ამ ანგარიშის მიზანი იყო, შეგვესწავლა არა მარტო ცალკეული ფაქტები, არამედ გაგვეგო, იყო თუ არა წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური და რამ გამოიწვია იგი. ანგარიშმა აჩვენა, რომ წამება მართლაც სისტემური იყო, რასაც მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ის იყო სისტემის გადატვირთვა, ნულოვანი ტოლერანტობა, ციხის მართვის ძალადობრივი ფორმები და ა.შ. ახლა კი, ანგარიშის მიზანი არის ის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს, შეიქმნას მექანიზმები და ისეთი საკანონდებლო წინაპირობა, რომ ვეღარცერთმა ხელისუფალმა ადამიანის უფლებათა რღვევა ვერ შეძლოს საქართველოში“.

ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია.

ნახეთ ზეპირი ისტორიების სრული ვერსია.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია