მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამერიკელი კანონმდებლების თქმით, საქართველოს შემდეგი არჩევნები „გარდამტეხია“ - 09 ივნისი 2012

[foreignpress.ge] 

ვაშინგტონი – შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის კანონმდებლები ოქტომბრის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის „გარდამტეხს“ უწოდებენ.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა კონგრესმენმა, დემოკრატმა ჰოვარდ ბერმანმა (კალიფორნია) განაცხადა, რომ ის „შეწუხებლია ძალისხმევით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ცნობილ პოლიტიკურ ოპონენტს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეეშალოს“ – ბერმანი მილიარდერ ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა.

ბერმანმა დაგმო ასევე „ცნობები ადგილობრივი ოპოზიციონერი ლიდერების დაშინების, მათ შორის მათთვის მედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ“.

აღნიშნული განცხადებები 5 ივნისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, რომლის მიზანიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემაში“ დარწმუნება იყო.

კონგრესმა ასევე დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ნატოსკენ მისწრაფების და დღემდე ჩატარებული დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია